მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ღირს უკრაინაში ქართული ღვინო?

62b8a4d7beda4
ნინო ტაბატაძე
27.06.22 10:10
975
შარშან საქართველო უკრაინაში ღვინის ექსპორტიორთა შორის ტოპ-3 ქვეყანას შორის იყო.

ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ასოციაციის (AAWE) მონაცემებით, 2021 წელს უკრაინამ 210.7 მლნ დოლარის ღვინო შეიძინა. აქედან 12.2 %, ანუ 25.9 მლნ დოლარი საქართველოდან შეძენილ ღვინოში იყო გადახდილი.

AAWE-ს სტატისტიკით, გასულ წელს უკრაინამ 1 ლიტრი ქართულ ღვინოში საშუალოდ 2.74 დოლარი გადაიხადა. 

უკრაინის ღვინის იმპორტში იტალია ლიდერობს - 74.4 მლნ დოლარით.  1 ლიტრი იტალიური ღვინის საშუალო ფასი 3.66 დოლარი იყო. მეორე ადგილზეა საფრანგეთი - 34.5 მლნ დოლარით.  1 ლიტრის საშუალო ფასი 5.30 დოლარი იყო.

ღვინის იმპორტი უკრაინაში / 2021 წელი

1. იტალია - 76.4 მლნ დოლარი / 3.66 დოლარი  1 ლიტრში
2. საფრანგეთი - 34.5 მლნ დოლარი / 5.30 დოლარი 1 ლიტრში
3. საქართველო - 25.9 მლნ დოლარი / 2.74 დოლარი 1 ლიტრში 
4. ესპანეთი - 22.2 მლნ დოლარი / 2.23 დოლარი 1 ლიტრში 
5. გერმანია - 7.9 მლნ დოლარი / 3.92  დოლარი 1 ლიტრში 
6. პოლონეთი - 6.5 მლნ დოლარი / 3.77 დოლარი 1 ლიტრში 
7. მოლდოვა - 5.3 მლნ დოლარი / 1.35   დოლარი 1 ლიტრში 
8. ახალი ზელანდია - 5.2 მლნ დოლარი / 6 დოლარი 1 ლიტრში  
9. პორტუგალია - 4.5 მლნ დოლარი / 3.41 დოლარი 1 ლიტრში    
10. ჩილე - 4.4 მლნ დოლარი /2. 96 დოლარი 1 ლიტრში   

მონაცემებიდან ირკვევა, რომ ყველაზე მაღალი საშუალო ფასი გადახდილი იყო ღვინოში ბელგიიდან - 1 ლიტრის საშუალო ფასი 9.91 დოლარი, ავსტრიიდან (7.24 დოლარი) ლიეტუვადან (6.25 დოლარი), ასევე ახალი ზელანდიიდან ( 6 დოლარი).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები