მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას ითვალისწინებს 2024 წლის ბიუჯეტი

ქვეშეთი კობის გზა გვირაბი

2024 წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 3.35 მილიარდი ლარი იქნება, რაც წლევანდელთან შედარებით 20 მილიონი ლარით მეტია. ბიუჯეტის კაპიტალური პროექტების დანართის მიხედვით, ცენტრალური ხელისუფლება 62 სხვადასხვა საინვესტიციო ინფრასტრუქტურულ პროექტს დააფინანსებს, რაზეც როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე სხვა უწყებების ბიუჯეტიდან 3.7 მილიარდი ლარი დაიხარჯება. 

ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის ყველაზე დიდი თანხა - 1.2 მილიარდი ლარი აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობაზე დაიხარჯება, რაც ცალკეულ ქვეპროგრამებად არის დაყოფილი. 300 მილიონი ლარით მეორე ადგილზეა ქვეშეთი-კობის მაგისტრალის მშენებლობა.  პროექტების უმრავლესობა დონორული დაფინანსებით ხორციელდება.

პროექტების სრული ჩამონათვალი ასეთია:

  • მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე საავტომობილო გზის და გვირაბის მშენებლობა (ADB, EBRD) - 300,000,000 ლარი;
  • საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარება - 292,455,000 ლარი;
  • რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერის ღონისძიებები - 250,000,000 ლარი;
  • სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობა-რეაბილიტაცია - 225,000,000 ლარი;
  • სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ 0-კმ 50 მონაკვეთის მოდერნიზაცია-მშენებლობა (EIB, EU) - 150,000,000 ლარი;
  • ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებები - 150,000,000 ლარი;
  • თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის ლოჭინი-საგარეჯოს მონაკვეთის მშენებლობა - 145,000,000 ლარი;
  • თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მშენებლობა (EIB, WB) - 120,000,000 ლარი;
  • თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის შორაპანი არგვეთას მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მშენებლობა (ADB) - 110,000,000 ლარი;
  • თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის საგარეჯო-ბადიაურის მონაკვეთის მშენებლობა (WB) - 110,000,000 ლარი;
  • განახლებული რეგიონების პროგრამა - 100,000,000 ლარი;
  • აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროექტი (ზემო ოსიაური-რიკოთი) (EIB, WB) - 95,000,000 ლარი;
  • ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი - საქართველო I2Q (WB) - 85,000,000 ლარი;
  • ურბანული მომსახურების გაუმჯობესების პროგრამა (წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორი) (ADB) - 80,000,000 ლარი;
  • იმერეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში კომუნალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება (KfW) - 80,000,000 ლარი;
  • ბათუმი (ანგისა) - ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია (Kuwait Fund) - 61,000,000 ლარი;
  • საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამა (I ფაზა) (ADB) - 55,000,000 ლარი;
  • ბაღდათი-აბასთუმნის საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია - 50,000,000 ლარი;
  • მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ხანდო-ფასანაურის შემოსავლელი და არშა-სტეფანწმინდა-გველეთის მონაკვეთების მშენებლობა - 50,000,000 ლარი;
  • საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტები - 50,000,000 ლარი;
  • 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მხარდამჭერი ღონისძიებები - 50,000,000 ლარი;
  • შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ჩუმათელეთი-ხარაგაულის მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია (ADB) - 45,000,000 ლარი;
  • სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაცია და ტექნიკის შეძენა - 42,000,000 ლარი;
  • 500 კვ ეგხ "წყალტუბო-ახალციხე-თორთუმი" (EU-NIF, KfW) - 40,000,000 ლარი;
  • თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის ბაკურციხე-წნორის მონაკვეთის მშენებლობა (ADB) - 40,000,000 ლარი;
  • რეგიონალური განვითარების პროექტი III (მცხეთა-მთიანეთი და სამცხე-ჯავახეთი) (WB) - 40,000,000 ლარი;
  • ქუთაისის წყალარინების პროექტი (EIB, EPTATF) - 40,000,000 ლარი;
  • პენიტენციური სისტემის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება - 40,000,000 ლარი;
  • სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაცია და აღჭურვა - 40,000,000 ლარი;
  • მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II (კახეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი) (KfW) - 30,000,000 ლარი;
  • ქალაქ ხაშურის და მიმდებარე დასახლებების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების გაუმჯობესება (AFD, EU) - 28,000,000 ლარი;
  • 500 კვ ეგხ ჯვარი-წყალტუბო (WB) - 25,000,000 ლარი;
  • ქ. ბათუმის ახალი შემოვლითი გზა (ADB, AIIB) - 25,000,000 ლარი;
  • რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი II (WB, WB-TF) - 24,000,000 ლარი;
  • თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის უბისა შორაპნის მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მშენებლობა (EIB) - 22,000,000 ლარი;
  • გურიის ელგადაცემის ხაზების ინფრასტრუქტურის გაძლიერება (EU-NIF,KfW) - 20,000,000 ლარი;
  • სანაპირო ზონების ნაპირსამაგრი სამუშაოები - 20,000,000 ლარი;
  • სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის კმ48-კმ64 გრიგოლეთი-ჩოლოქის მონაკვეთის მშენებლობა (EIB) - 20,000,000 ლარი;
  • მდინარე რიონზე ფოთის ხიდის მშენებლობა (ADB) - 20,000,000 ლარი;
  • თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაციისა და ენერგოეფექტურობის გაზრდის პროექტი (CEB, E5P) - 20,000,000 ლარი;
  • აჭარის სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამა, საქართველო (EU, KfW) - 20,000,000 ლარი;
  • თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ხევი უბისას მონაკვეთის რეკონსტრუქცია - მშენებლობა (ADB) - 18,000,000 ლარი;
  • საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროექტი თანაბარი განვითარებისთვის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (ADB) - 17,500,000 ლარი;
  • კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ხელშეწყობა - 17,300,000 ლარი;
  • ჩრდილოეთის რგოლი (EBRD), ნამახვანი - წყალტუბო - ლაჯანური (EBRD,EU-NIF,KfW) - 15,000,000 ლარი;
  • ხელედულა-ლაჯანური-ონი (KfW) - 15,000,000 ლარი;
  • თბილისის მყარი ნარჩენების მართვის პროექტი (EBRD) - 12,000,000 ლარი;
  • ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურა (ფაზა V) (KfW) - 12,000,000 ლარი;
  • მდგრადი ურბანული მობილობა (KfW) - 11,000,000 ლარი;
  • ქვემო ქართლის ნარჩენების მართვის პროექტი (EBRD, SIDA) - 10,000,000 ლარი;
  • საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება (E5P, NEFCO) - 7,000,000 ლარი;
  • კახეთის ინფრასტრუქტურის გაძლიერება (KfW) - 5,000,000 ლარი;
  • ვარდნილისა და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტი (EBRD, EIB, EU) - 5,000,000 ლარი;
  • აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი (EBRD, SIDA) - 5,000,000 ლარი;
  • საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამა - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (ADB) - 4,500,000 ლარი;
  • მოსახლეობის ელექტროენერგიითა და ბუნებრივი აირით მომარაგების გაუმჯობესება - 3,550,000 ლარი;
  • შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტი (WB) - 3,500,000 ლარი;
  • ენერგოეფექტურობის ღია პროგრამა (საჯარო შენობებში ენერგოეფექტურობის პროგრამა) (KfW) - 3,000,000 ლარი;
  • ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამა (EBRD) - 2,950,000 ლარი;
  • შენობებში მწვანე ინვესტიციების პროექტი (EBRD) - 1,000,000 ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები