მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ჯდება საკარანტინე სივრცეში 1 მოქალაქის განთავსება - ფინანსთა სამინისტრო

5ec27c90b3016
ინგა მურუსიძე
18.05.20 16:57
1373
საკარანტინე სივრცეში 1 მოქალაქის განთავსებისთვის სახელმწიფო დღიურად 50-60 ლარს იხდის, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში, ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

კაკაურიძეს განმარტების გაკეთება მოუწია რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) მიერ გამოყოფილი 73,1 მლნ ევროს განკარგვასთან დაკავშირებით. 

„ეს ხელშეკრულება ითვალისწინებს იმას, რომ ჯამში, დაახლოებით, 50 მლნ-მდე ლარი იქნება საჭირო საკარანტინე სივრცეებისთვის; გააჩნია რამდენი ხანი იქნება საჭირო მსგავსი სივრცეების საჭიროება. ვფიქრობთ, დიდი ხანი არ უნდა იყოს საჭირო. დაწყებული პირველი დღიდან, დღემდე, დაახლოებით, 50-60 ლარს ვიხდით სასტუმროებში 1 მოქალაქის სამჯერად კვებაზე. მე არ მგონია, ვინმემ თქვას, რომ ეს არის სასტუმროს ღირებულების ანაზღაურება, ეს არის რეალურად იმ ელემენტარული საჭიროების ანაზღაურება, რაც სასტუმროს აქვს“, - განმარტა კაკაურიძემ.

ცნობისთვის: პანდემიის გამო, სამშობლოში საქართველოს 10,000-ზე მეტი მოქალაქე დაბრუნდა. 


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები