რა კავშირშია გრიპის ვაქცინა COVID-19-თან? – გამყრელიძე სამეცნიერო სტატიაზე საუბრობს
თამთა ჯიჯავაძე
07.11.20 15:28
• 1921 ნახვა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ სამეცნიერო ჟურნალ Scientific American-ში გამოქვეყნდა სტატია, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა გრიპის საწინააღმდეგოდ აცრილ ადამიანებში კორონავირუსი ნაკლებად ვითარდება.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, არის მონაცემები, რომელიც გასული წლის გრიპის სეზონს ეხება და რომლის გაანალიზების შემდეგაც გაჩნდა მოსაზრება, რომ გრიპის სეზონზე თითქოს კოვიდი ნაკლებად ვითარდებოდა.
"მაგრამ იქვე არის მეორე მოსაზრება, რომ ეს შეიძლება იყოს არა აცრის, არამედ სწორედ იმ ღონისძიებების დამსახურება, რომელთაც ჩვენ ვიცავთ გრიპის სეზონზე და როგორიც არის პირბადე, დისტანცია, ხელების დაბანა, განიავება და ა.შ", – დასძინა გამყრელიძემ.
მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას გრიპის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებისკენ.
საფონდო ბირჟები