მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა კრიტერიუმებით დაასუბსიდირებს მერია "ღამის ეკონომიკის" ინდუსტრიას?

60488316cbece
ინგა მურუსიძე
10.03.21 12:35
697
დღეს ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერია ელექტრონული მუსიკის სივრცეებში დასაქმებულ 500-ზე მეტ მოქალაქეს და 50-ზე მეტ საკლუბო ორგანიზაციას დაეხმარება. „მხარდაჭერის პაკეტის ბიუჯეტი 2 მლნ ლარია“, - თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

რაც შეეხება კრიტერიუმებს, რომლის თანახმად ელექტრონული მუსიკის და საკლუბო ინდუსტრიის წარმომადგენლები დახმარებას მიიღებენ, დედაქალაქის მერის მოადგილის ანდრია ბასიალაიას თქმით, უკვე შემუშავებულია კრიტერიუმები, თუ ვინ და რის მიხედვით მიიღებს დაფინანსებას.

„კრიტერიუმები წინა პერიოდში გაწეულ დანახარჯებს ეფუძნება. მერიის მიერ გამოყოფილი თანხით დასუბსიდირდება კომუნალური გადასახადები, იჯარის ხარჯები, ასევე, სხვა დანახარჯები, მათ შორის სახელფასო და ა.შ. სუბსიდია შეეხება ყველა გონივრულ ხარჯს, რაც დაგროვდა. დახმარებას მიიღებს ყველა ის ადამიანი, ვისზეც ეს სექტორი დგას, მათ შორის მუსიკოსები და არტისტები მიიღებენ ერთჯერად დახმარებას“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

მისივე განმარტებით, თანხა გაიცემა „შემოქმედებითი ინდუსტრიების ასოციაციის“ მეშვეობით, რომელშიც გაწევრიანებულია ყველა ის პირი თუ ორგანიზაცია, რომელიც სექტორს წარმოადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები