პრაგმატული პოლიტიკით მშვიდობის შენარჩუნება, პოლიტიკური ინტერესების დაცვა და ეკონომიკური კუთხით არსებული კონკრეტული ამოცანები, - ეს ის საკითხებია, რომლებთან დაკავშირებითაც პრემიერ-მინისტრმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში მის ახლად დანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელს გიორგი ქაჯაიას მისცა. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ამოცანები იგივე რჩება. თქვენ იცით როგორია ურთიერთობების რეჟიმი გვაქვს [რუსეთთან] და ამის ფარგლებში, გვაქვს პრაგმატული პოლიტიკა, რომლის მიზანი მშვიდობის შენარჩუნებაა, ჩვენი სტრატეგიული პოლიტიკური ინტერესების დაცვა და ეკონომიკური კუთხით გვაქვს კონკრეტული ამოცანები და პრიორიტეტები - ამ ყველაფერს უკავშირდებოდა ის საუბარი, რომელიც ჩემსა და ქაჯაიას შორის შედგა“, - განაცხადა კობახიძემ.
მან აღნიშნა, რომ ზურაბ აბაშიძემ პრემიერის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლის თანამდებობა საკუთარი ნებით 12-წლიანი მუშაობის შემდეგ დატოვა და ეს მისი სურვილი იყო. 11 იანვარს მიღებული საკადრო გადაწყვეტილების ფარგლებში ირაკლი კობახიძემ ზურაბ აბაშიძის ადგილას გიორგი ქაჯაია დანიშნა.
12 წელი გავიდა, ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული - ზურაბ აბაშიძე გადადგომაზე