მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მიზანს ემსახურება პუტინის და სი ძინპინის შეხვედრა?

პუტინი და ძინპინი

ჩინეთის დედაქალაქ პეკინში დიქტატორების ისტორიული შეხვედრა იმართება - ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი ერთმანეთს ხვდებიან.

აზიელმა მასპინძელმა ჩრდილოელ მეზობელს წითელი ხალიჩა დაახვედრა, რომელიც პეკინში მხოლოდ მაშინ ეფინება, როცა დედაქალაქს ვიღაც ძალიან მნიშვნელოვანი სტუმრობს. ცხადია, პუტინს ჩინეთში მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ პარტნიორად და სტრატეგიულ მოკავშირედ განიხილავენ, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ რუსეთს და ჩინეთს საერთო მეტოქე ჰყავთ ამერიკის შეერთებული შტატების სახით.

მართალია, ლიდერების შეხვედრა დახურულ კარს მიღმა იმართება, თუმცა დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი სწორედ ამერიკაა.

ოფიციალური პეკინის განცხადებით, ლიდერებმა ეკონომიკაზე, ვაჭრობაზე, სტრატეგიულ თანამშრომლობასა და ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები