მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მიზნით იმყოფებოდა მასკი ჩინეთში და რატომ გაიზარდა TESLA-ს აქციების ღირებულება?

ილონ მასკი

გასულ უქმეებზე Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი ჩინეთში იმყოფებოდა. აზიურ სახელმწიფოში ვიზიტისას ილონ მასკმა ორ სტრატეგიულ გამარჯვებას მიაღწია: პირველი მათგანი Tesla-ს მიერ ჩინეთის მასშტაბით თვითმართვადი ავტოპილოტის სერვისით სარგებლობის უფლების მიღებას უკავშირდება. მეორე ფაქტორი Baidu-სთან გაფორმებული შეთანხმებაა, რომლის თანახმად, Tesla-ს ელექტრომობილები ჩინური ტექნოლოგიური კომპანიის სანავიგაციო სისტემით აღიჭურვებიან, რაც ავტოპილოტს გააძლიერებს.

პოზიტიური სიახლეების გავრცელების ფონზე, ერთკვირიან პერიოდში, Tesla-ს აქციების ღირებულება საშუალოდ 14%-ით გაიზარდა და მისმა საბაზრო შეფასებამ $564 მილიარდს მიაღწია. ცხადია, კომპანიის წარმატებით იხეირა მისმა უმსხვილესმა აქციონერმა, ილონ მასკმა, რომლის ქონების შეფასება $191 მილიარდამდე გაიზარდა.

ცვლილების შედეგად, Tesla-ს ექნება საშუალება, ჩინეთის ბაზარზე გაყიდულ ელექტრომობილებში ავტოპილოტის ფუნქციონალი გაააქტიუროს, რაც აქამდე ქვეყნის კანონმდებლობით აკრძალული იყო.

ავტოპილოტის ფუნქციონალი Tesla-ს ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა, რომელიც მას სხვა ავტომწარმოებლებთან შედარებით აქვს. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ჩინეთის მაღალ და საშუალო ფენაში Tesla-ზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, ავტოპილოტის სერვისი კი ერთ-ერთი ის ფუნქციონალია, რომელსაც მომხმარებლები დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდნენ.

მარეგულირებლის განმარტებით, Tesla-ს ავტოპილოტი უსაფრთხოების ყველა აუცილებელ მოთხოვნას აკმაყოფილებს და მისი გამოყენება ქვეყანაში ნებადართული უნდა იყოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები