მიმდინარე წლის მეორე კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებულმა ვიზიტებმა 562.1 ათასი შეადგინა, რაც 3.4%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
განახლებულ მონაცემებს გამყვანი ტურიზმის შესახებ საქსტატი აქვეყნებს.
საქსტატის მონაცემებით, საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 360.2 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი (იგულისხმება ისეთი ვიზიტი, რომლის დროსაც ვიზიტორმა ღამე გაათენა ვიზიტის ადგილზე), რაც 8.6%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ამასთან, 2024 წლის II კვარტალში ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი (34%) მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით განხორციელდა. მიზნობრიობის მიხედვით, მეორე ადგილზე საყიდლებია, რისთვისაც აპრილი-ივნისის პერიოდში რეზიდენტი ვიზიტორების მიერ 185 000 გასვლა (32/9%) დაფიქსირდა, შემდეგ კი მოდის დასვენება, გართობა, რეკრეაცია 97 600 გასვლა (17.4%).