მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა მიზნით შეიქმნა "ფინანსური ინოვაციური ტექნოლოგიების ხელშეწყობის" ასოციაცია?

ასოციაცია

საქართველოში "ფინანსური ინოვაციური ტექნოლოგიების ხელშეწყობის" ასოციაცია დაარსდა. როგორც ორგანიზაციაში BM.GE-ს ეუბნებიან, ასოციაციის მიზანი ინოვაციური ფინანსური გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობაა.

"ფინანსური ინოვაციური ტექნოლოგიების ხელშეწყობის ასოციაცია შეიქმნა, რათა ხელი შეუწყოს ინოვაციური ფინანსური გარემოს ჩამოყალიბებას, ამ მიმართულებით უსაფრთხო და სანდო გარემოს შექმნას, საკანონმდებლო ჩარჩოს განვითარების ხელშეწყობას და მისი წევრების ინტერესების დაცვას.

ასოციაცია აპირებს გაზარდოს ცნობადობა ფინანსური ინოვაციური ტექნოლოგიების შესახებ, აამაღლოს ცნობიერება ამ მიმართულებით, ასევე გააფორმოს მემორანდუმები სხვადასხვა საერთაშორისო ასოციაციასთან", - უთხრეს BM.GE-ს ახლად შექმნილ ასოციაციაში.

მათი ინფორმაციით, ორგანიზაციის წევრი შეიძლება იყოს: (1) ფინანსურ სექტორში მოქმედი ნებისმიერი ავტორიზებული (ლიცენზირებული) იურიდიული პირი, რომელიც იზიარებს ორგანიზაციის მიზნებსა და ამოცანებს; (2) ინოვაციური ფინანსური ტექნოლოგიების დარგში მოქმედი სხვა იურიდიული პირები, რომელთა საქმიანობაც კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებას (ავტორიზებას) არ საჭიროებს და რომელიც იზიარებს ორგანიზაციის მიზნებსა და ამოცანებს; (3) ასევე ფიზიკური პირ(ებ)ი, რომელიც მოღვაწეობს ზემოაღნიშნულ დარგ(ებ)ში, გააჩნია სათანადო, ცოდნა, გამოცდილება და კვალიფიკაცია და რომელიც იზიარებს ორგანიზაციის მიზნებსა და ამოცანებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები