მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მოცულობის გაზმა გაიარა TAP-ის მილსადენში?

63b3e9ec0dde7
მარიამ ვარადაშვილი
03.01.23 13:15
693
აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის პარვიზ შაჰბაზოვის განცხადებით, ტრანს-ადრიატიკული მილსადენის (TAP) გახსნიდან ჯამში 19 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზია ექსპორტირებული.

“ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა TAP პროექტით ევროპისთვის გაზის მიწოდება დაიწყო. ამ პერიოდში ევროპას 19.4 მილიარდ კუბურ მეტზე მეტი გაზი მიეწოდა”, - წერს შაჰბაზოვი "ტვიტერზე".

TAP-ის მშენებლობა 2016 წლის მარტში "სამხრეთის გაზის დერეფნის“ ფარგლებში დაიწყო, რომელიც TANAP-ის გაგრძელება, გადაკვეთს საბერძნეთს და ალბანეთის გავლით იტალიის გაზის ტრანსპორტირების ქსელს უერთდება [საბერძნეთი-ბულგარეთი-ალბანეთი-იტალია].

კასპიის ზღვაში შაჰ დენიზის საბადოს მეორე ფაზის განვითარების ფარგლებში, შაჰ დენიზის კონსორციუმის გადაწყვეტილება ითვალისწინებს „სამხრეთ გაზის დერეფნის“ პროექტის განხორციელებას, რაც ბუნებრივი აირის იტალიაში ტრანსპორტირების მარშრუტის შერჩევას აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთისა და ალბანეთის გავლით გულისხმობს. პროექტის მთლიანი ღირებულება 45 მლრდ აშშ დოლარი, ხოლო მილსადენის სიგრძე 3 460 კმ-ია.

ტრანს-ადრიატიკული მილსადენი (TAP) წარმოადგენს აღნიშნული ტრანსპორტირების მარშრუტის ნაწილს საბერძნეთიდან ალბანეთისა და ადრიატიკის ზღვის გავლით - სამხრეთ იტალიამდე. მისი სიგრძე 870 კმ-ია, ხოლო გამტარუნარიანობა 10-დან 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები