მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მოცულობის ნავთობს მოიპოვებენ საქართველოში?

63e1ef8a2128f
ნინო ტაბატაძე
07.02.23 10:30
3769
საქართველოში ნავთობის მოპოვება 2015 წლის შემდეგ მაქსიმალურ მაჩვენებელზეა. „ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ (GOGC) მონაცემებით, გასულ წელს, საქართველოში 39.1 ათასი ტონა სასაქონლო ნავთობი მოიპოვეს. 2021 წელს ეს მაჩვენებელი 35.3 ათასი ტონა იყო.

მოპოვებული ნავთობიდან 22.06 ათასი ტონა ინვესტორების, 17.04 ათასი ტონა კი, სახელმწიფოს წილი იყო. სახელმწიფო მის წილ ნავთობს, როგორც წესი, აუქციონზე ყიდის. საქართველოში მოპოვებული ნავთობი Georgian Light-ის და Georgian Heavy-ს ტიპისაა.

2009-22 წლებში ნავთობის მოპოვებით 2009 წელი გამოირჩეოდა, როდესაც მოცულობამ 57.6 ათასი ტონა შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები