მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მოცულობის შოკოლადი შევიძინეთ 7 თვეში? - საიმპორტო ქვეყნები

631b08bf01497
ვიქტორია მღებრიშვილი
12.09.22 09:39
812
მიმდინარე წლის პირველ 7 თვეში საქართველომ 30.8 მლნ დოლარის ღირებულების 9 108 ტონა შოკოლადი შეიძინა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, შოკოლადის და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტების იმპორტის ღირებულება, გასული წლის იანვარ-ივლისთან შედარებით 24.6%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტირებული პროდუქტის მოცულობა მცირედით 1.6%-ით შემცირდა. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საიმპორტო ბაზრებზე აღნიშნული პროდუქტის ღირებულება გაიზარდა.

საქართველოსთვის შოკოლადის მთავარი საიმპორტო ბაზარი რუსეთი იყო, რომელზე მთლიანი იმპორტის 43.8% მოდის. უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნების TOP-10-ეული კი ასეთია:

1. რუსეთი - 13.5 მლნ დოლარი, 4 626 ტონა;
2. თურქეთი - 5.4 მლ დოლარი, 1 224 ტონა;
3. უკრაინა - 3.9 მლნ დოლარი, 1 218 ტონა;
4. ბელგია - 2.4 მლნ დოლარი, 640 ტონა;
5. იტალია - 1.1 მლნ დოლარი, 347 ტონა;
6. გერმანია - 861 ათასი დოლარი, 354 ტონა;
7. პოლონეთი - 620 ათასი დოლარი, 84 ტონა;
8. სომხეთი - 526 ათასი დოლარი, 97 ტონა;
9. ნიდერლანდები - 479 ათასი დოლარი, 42 ტონა;
10. აზერბაიჯანი - 448 ათასი დოლარი, 168 ტონა.

რაც შეეხება ექსპორტს, ქვეყნიდან 2022 წლის პირველ 7 თვეში ექსპორტზე ჯამში 1.2 მლნ დოლარის 385 ტონა შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები გავიდა. აქედან ადგილობრივი ექსპორტი 241 ტონა იყო (662 ათასი დოლარი), ხოლო რეექსპორტი - 144 ტონა (577 ათასი დოლარი). საექსპორტო ქვეყნების ჩამონათვალში კი ირანი (351 ათასი დოლარი, 96 ტონა), აზერბაიჯანი (299 ათასი დოლარი, 112 ტონა), სომხეთი (296 ათასი დოლარი, 61 ტონა), საუდის არაბეთი (116 ათასი დოლარი, 51 ტონა), ერაყი (97 ათასი დოლარი, 40 ტონა), თურქეთი (57 ათასი დოლარი, 20 ტონა), კანადა (6 ათასი დოლარი, 1 ტონა) და ქუვეითი, უზბეკეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები მოხვდნენ.