მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მოცულობის დაზიანებული ყურძენი გადაამუშავა "მოსავლის მართვის კომპანიამ“ დღეისთვის?

მოსავლის მართვის კომპანია
BM. GE
05.09.23 12:35
58

5 სექტემბრის მდგომარეობით, სახელმწიფო ღვინის საწარმოს შპს "მოსავლის მართვის კომპანიის"  მიერ გადამუშავებულია 1050 ტონა დაზიანებული ყურძენი. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დასეტყვილი ყურძნის ჩაბარება დღეს 5 ლოკაციაზე შემდეგ მუნიციპალიტეტებში: თელავში (2 ლოკაცია), სიღნაღში, ყვარელსა და გურჯაანში მიმდინარეობს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, 2 სექტემბერს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, კახეთის რეგიონში, ყვარლის, თელავის, ახმეტის, სიღნაღის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სასოფლო სამეურნეო კულტურები, მათ შორის, ვენახები დააზიანა. წინასწარი მონაცემებით, სეტყვისგან დაზიანებულია 3500 ჰექტარზე მეტი ფართობი.

დაზიანებული ყურძნის სახელმწიფო საწარმოში ჩაბარება 3 სექტემბერს დაიწყო. მევენახეები შპს "მოსავლის მართვის კომპანიას"  დაზიანებულ ყურძენს 90 თეთრად აბარებენ.

რთველი 2023 წლის ფარგლებში,  ჯამში გადამუშავებულია 16 ათასამდე ტონა ყურძენი.  აქედან, 8 ათას ტონამდე რქაწითელი, 5 ათას ტონამდე საფერავი და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. მიმდინარე წელს აქტიურობით გამოირჩევა კერძო სექტორი. ყურძნის მოსავლის გადამუშავების მზადყოფნის მოთხოვნით, რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 220 ღვინის საწარმო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები