მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა მოცულობის კაპიტალს მართავენ ჰეჯ-ფონდები?

ჰეჯ-ფონდები

გლობალურ ბაზარზე ჰეჯ-ფონდების მართვაში არსებული კაპიტალის მოცულობა რეკორდულად იზრდება. Hedge Fund Research-ის ინფორმაციით, ახლა უკვე მსოფლიოს მასშტაბით წარმოდგენილი 8,500-მდე ჰეჯ-ფონდის პორტფელში 5 ტრილიონი დოლარის კაპიტალია დაგროვილი, რაც ახალი რეკორდული მაჩვენებელია.

მხოლოდ წინა კვარტალში ინვესტორებმა ჰეჯ-ფონდებში დამატებით $34 მილიარდის კაპიტალი შეიტანეს, ხოლო თავად აქტივების პორტფელის ზრდა გლობალური საფონდო ინდექსების აღმასვლას და ბირჟაზე ოქროს, ვერცხლის, ბიტკოინის, უძრავი ქონების და სხვა აქტივების გაძვირებას უკავშირდება.

წამყვან ჰეჯ-ფონდებს შორის კარგად ნაცნობ სახელებს ვხედავთ, მათ შორისაა: Millennium Management, Citadel, Bridgewater Associates, Renaissance, Elliott Investment და Mariner Investment Group.

აღსანიშნავია, რომ ჰეჯ-ფონდების პორტფელის ზრდის პარალელურად, იმატებს პლანეტის უმდიდრესი 1%-ის ქონების შეფასება, რაც ასევე საინვესტიციო აქტივების გაძვირებით არის განპირობებული. თავად ჰეჯ-ფონდების კლიენტებს შორის კი ტრადიციულად უმდიდრეს მოქალაქეებს ვხედავთ, რადგან ზემოხსენებული საინვესტიციო ფონდების მინიმალური შენატანის მოცულობა ხშირად მილიონ დოლარს აჭარბებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები