მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მოცულობის სესხები გაიცა მცირე და საშუალო მეწარმეების ხელშესაწყობად „აწარმოე საქართველოს“ პროგრამებით?

გრანტები

საქართველოს მთავრობა მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერის ღონისძიებებს აგრძელებს - ამის შესახებ ირაკლი კობახიძის წლიურ ანგარიშშია ნათქვამი, რომლითაც პრემიერ-მინისტრი საქართველოს პარლამენტში 28 ივნისს წარდგება.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2023 წლის ივნისიდან 2024 წლის 20 მაისამდე პერიოდში საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების 2021 − 2025 წლების სტრატეგიის 2023 − 2025 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პრიორიტეტული მიმართულებები და შესაბამისი აქტივობები წარმატებით სრულდება, რაც ანგარიშში მოცემული ინფორმაციის მიხედვით, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) რეიტინგში „SME Policy Index 2024“ იყო აღიარებული. „აღნიშნული შეფასება ეფუძნება მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების 2021 − 2025 წლების სტრატეგიის შედეგებს, რომლის თანახმად, საქართველომ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, პირველი პოზიცია დაიკავა და 12 ინდიკატორიდან 11 ინდიკატორში უპირობო ლიდერია“, - წერია ანგარიშში. ამასთან, დოკუმენტიდან ვიგებთ, რომ საჯარო-კერძო დიალოგის პლატფორმის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ „კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭოს“ რეგულარული სხდომები გაიმართა.

პრემიერი ანგარიშის წარდგენისას ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებული სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებით გაცემული სესხების სტატისტიკაა მოყვანილი.

„მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გრძელდება/ფართოვდება სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერის პროგრამები“, - ნათქვამია ანგარიშში. მათ შორის:

  • საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში, 2023 წლის ივნისიდან 2024 წლის მაისის ჩათვლით პერიოდში (20 მაისის მდგომარეობით), დადასტურებულია 326 სესხი 227 მლნ ლარზე მეტი მოცულობით (მათ შორის, 212 სესხი 159 მლნ ლარამდე მოცულობით, ასევე ჩართულია სესხის/ლიზინგის პროცენტის სუბსიდირების პროგრამაში);
  • სესხის/ლიზინგის პროცენტის სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში, 2023 წლის ივნისიდან 2024 წლის მაისის ჩათვლით (20 მაისის მდგომარეობით), დადასტურებულია 698 სესხი/ლიზინგი 579 მლნ ლარამდე მოცულობით. აღნიშნული პროექტების ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 1.141 მლრდ ლარს, ხოლო დაგეგმილი ახალი სამუშაო ადგილების რაოდენობა − 6,531;
  • მიკრო და მცირე მეწარმეობის კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობის კუთხით, 2024 წელს შემუშავდა და გაშვებულია მიკროსესხების მხარდაჭერის ახალი პროგრამა. აღნიშნული ინიციატივა გულისხმობს მიკრობიზნესებისთვის 50 000 ლარამდე სესხების ხელშეწყობას, რათა მათ საკუთარი წარმოების გაფართოება/განვითარება შეძლონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები