მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მოცულობის თანხაა განთავსებული ქართულ ობლიგაციებში - გოგა მელიქიძის პასუხი

საპენსიო ფონდი

საპენსიო ფონდის მთელი პორტფელის მხოლოდ 1%-ია განთავსებული ქართულ ობლიგაციებში - ამის შესახებ ფონდის ანგარიშის წარდგენისას პარლამენტში საპენსიო ფონდის მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ განაცხადა.

მელიქიძის განმარტებით, ეს გამოწვეულია იმით, რომ ქართული ობლიგაციების ბაზარი საკმაოდ მცირეა.

" მთელი პორტფელის 1%-ია განთავსებული ქართულ ობლიგაციებში. ეს თანხაში დაახლოებით არის 1 მლნ-ზე ცოტა მეტი. ეს განპირობებულია იმით, რომ ქართული ობლიგაციების ბაზარი საკმაოდ მცირეა. მაგალითად, რომ შევხედოთ დეპოზიტების ბაზარი არის სადღაც 25 მლრდ ლარის, მას მოჰყვება სახაზინოების ბაზარი რასაც ფინანსთა სამინისტრო უშვებს და ის 8 მლრდ ლარისაა და სადღაც 2 მლრდ ლარამდეა კორპორაციული ობლიგაციების ბაზარი. ამაში, ასევე შედის საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ გამოშვებული ობლიგაციები და ქართული კორპორაციების მიერ გამოშვებული ობლიგაციები სადღაც 1.2 მლრდ ლარამდეა. ჩვენ იქ კონცენტრაციის ლიმიტები გვაქვს, მაგალითად, კონცენტრაციაში ვერ შევალთ 10%-ზე მეტად და ა.შ. რაც საერთაშორისო პრაქტიკაა.

კომპანიებს რომ შევხედოთ, ნიკორაა ჩვენი პორტფელი, ასევე არის "სელფი მობაილი", თეგეტა, საქართველოს კაპიტალი. ეს 4 კომპანიაა, სადაც შესული ვართ ობლიგაციების ნაწილში. მთავარი საინვესტიციო ბაზარი დეპოზიტებია, სადაც მთელი პორტფელის 60%-ზე ოდნავ მეტი არის დეპოზიტებში, 20%-მდე არის სახაზინოებში და 20% არის გლობალურ კომპანიების აქციებში", - განაცხადა მელიქიცემ.

საპენსიო სააგენტომ ადგილობრივ კორპორაციულ ფასიან ქაღალდებში ინვესტირება 2022 წელს დაიწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები