მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მოხდა მსოფლიო ბირჟებზე ირანელი გენერლის მკვლელობის შემდეგ

5e15f9499704f
ლევან თაღიაშვილი
08.01.20 20:19
1435
ზუსტად რას ნიშნავს, ირანის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გენერლის ლიკვიდაცია საფონდო ბირჟებისთვის, ამის თქმა და შეფასება, როგორც ტაბლოიდები წერენ, ჯერჯერობით ნაადრევია.

მოკლე ვადაში რისი თქმაც შეგვიძლია ისაა, რომ ნავთობისა და ოქროს ფასი მყისიერად გაიზარდა.

ლონდონში ახალი წლის დღეებში ღირებულება ქვემოთ იყო წამოსული და 66 დოლარს მცირედით სცდებოდა. მას შემდეგ სულ რაღაც 4 დღეში კი, ფიუჩერსის ფასი თითქმის 4 დოლარითაა მომატებული და 70 დოლარს მიუახლოვდა, რაც საუდის არაბეთის კრიზისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ნიუ-იორკში მატება თითქმის 2 დოლარი იყო, იქ ერთი ბარელის ღირებულება 62 დოლარი და 84 ცენტია.

გარდა ამისა, Dow Jones-ის ინდექსი ამ სიახლის გავრცელების შემდეგ 0.81%-ით დაეცა, S&P 500 0.71%-ით, Nasdaq კი 0.79%-ით. ამას მიჰყვა ისეთი კომპანიის აქციების გაუფასურებაც, როგორიცაა Apple-ი, განსაკუთრებით დაზარალდნენ ასევე ავიაკომპანიები American Airlines-ი, United Airlines-ი, Delta Airlines-ი და ა.შ.

შეგახსენებთ, ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი 3 იანვარს აშშ-ის მიერ განხორციელებულ სამხედრო ოპერაციას ემსხვერპლა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები