მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბირჟაზე ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა

რუსეთი

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე აღმასვლის მკვეთრი ტენდენცია ფიქსირდება - ერთკვირიან ჭრილში ბარელი ნავთობის ფასმა საშუალოდ 6%-ით მოიმატა და ამჟამად Brent-ის ღირებულება 88 დოლარს შეადგენს, WTI-ს ფასი კი 86 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

აღმასვლის ტენდენციაა რუსულ ნავთობთან მიმართებითაც, ბარელი Urals-ის ფასი 73 დოლარს აჭარბებს, რაც 13 დოლარით მეტია ევროკავშირისა და დიდი შვიდეულის მიერ დაწესებულ საფასო ლიმიტზე. ერთ კვირაში რუსული ნავთობის საშუალოდ 6.5%-ით გაძვირდა.

ბირჟაზე ნავთობის მკვეთრი გაძვირება სამომავლო მოლოდინებთან არის დაკავშირებული. სავარაუდოდ, რუსეთი, საუდის არაბეთი და OPEC-ის წევრი სახელმწიფოები ნავთობის მიწოდებას შეამცირებენ, რაც ბაზარზე დეფიციტს გამოიწვევს და მსოფლიოს მასშტაბით საწვავს გააძვირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები