აუდიტის სამსახურმა აჭარის 2023 ბიუჯეტის შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა. აუდიტის დასკვნის მიხედვით, ბიუჯეტის მომზადებისა და ანგარიშგების პროცესში შეინიშნება რიგი ნაკლოვანებები, რაც ართულებს პროგრამების ეფექტიანობის შეფასებას.
რაც ეხება კონკრეტულ მიმართულებებს, 2023 წელს საკრედიტო რესურსი ვერ იქნა ათვისებული აჭარის სოფლების წყალმომარაგებისა და წყალანირების პროგრამისათვის გამოყოფილი სესხის ფარგლებში. ასევე, პრობლემას წარმოადგენს რომ სიპებში და აიპებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების ოდენობის შესახებ არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია.
2023 წლის განმავლობაში დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდის ტენდენციიდან გამომდინარე, რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილება ორჯერ განხორციელდა. რესპუბლიკური
ბიუჯეტის თავდაპირველი კანონით შემოსულობების მოცულობა 512,549.4 ათასი ლარით, ხოლო გადასახდელები - 535,549.4 ათასი ლარით იყო განსაზღვრული. განხორციელებული
ცვლილებებით, შემოსულობების გეგმური მაჩვენებელი ჯამურად 29,399.9 ათასი ლარით(5.7%-ით) გაიზარდა და 541,949.4 ათას ლარს, ხოლო გადასახდელები 37,102.0 ათასი ლარით (6.9%- ით) გაიზარდა და 572,651.4 ათას ლარს გაუტოლდა. წლის ბოლოს შემოსულობებისა და
გადასახდელების ფაქტობრივმა მაჩვენებლებმა, შესაბამისად, 542,562.9 ათასი ლარი (გეგმის 100.1%) და 532,278.8 ათასი ლარი (გეგმის 92.9%) შეადგინა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებაში წარმოდგენილია შემდეგი მნიშვნელოვანი სისტემური ხასიათის საკითხები. კერძოდ:
- წინა წლების მსგავსად, თვეების მიხედვით შემოსულობების მაჩვენებლები ძირითადად აღემატება გადასახდელების მაჩვენებლებს, რაც განაპირობებს ნაშთის დაგროვებას. შემოსულობებისა და გადასახდელების შესრულების აღნიშნული ტენდენციების გათვალისწინებით წლის განმავლობაში ბიუჯეტის ნაშთის მოცულობა 45,706.2 ათასი ლარიდან 55,990.7 ათას ლარამდე გაიზარდა.
- გასული წლების მსგავსად, არაფინანსური აქტივების კლებიდან მისაღები შემოსულობების გეგმური მაჩვენებლის განსაზღვრის პროცესში შეინიშნება ნაკლოვანებები. კერძოდ, აღნიშნული მუხლი რესპუბლიკური ბიუჯეტის თავდაპირველი კანონით 80,415.7 ათასი ლარის დონეზე განისაზღვრა, რომელიც კანონში შესული ცვლილებებით 40,000.0 ათასი ლარით(49.7%-ით) შემცირდა და ბიუჯეტის საბოლოო კანონით 40,415.7 ათას ლარს გაუტოლდა. ფაქტობრივად მიღებულმა შემოსულობამ 37,199.1 ლარი და თავდაპირველი გეგმის 46.3%, ხოლო საბოლოო გეგმის 92.0% შეადგინა.
- წინა წლების მსგავსად, 2023 წლის ბოლოს რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გაწეული გადასახდელების მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. კერძოდ, მხოლოდ დეკემბერში დახარჯული თანხის ოდენობამ 131,356.5 ათასი ლარი, მთლიანი გადასახდელების 24.7%შეადგინა.
- საბიუჯეტო წლის ბოლოს ასიგნებების ათვისების ზრდის ტენდენცია გრძელდება პროგრამების დონეზეც. კერძოდ, რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონით გათვალისწინებული 61 პროგრამიდან 48-ის შემთხვევაში (პროგრამების საერთო რაოდენობის 78.7%) დეკემბრის თვის ათვისების მაჩვენებელი აჭარბებს 11 თვის საშუალო თვიური ხარჯის მაჩვენებელს. ამასთან, 30 პროგრამის შემთხვევაში, დეკემბერში ათვისების მაჩვენებელი ორჯერ და მეტჯერ აჭარბებს წლის პირველი 11 თვის საშუალო მაჩვენებელს.
- რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია
საჯარო დაწესებულებებში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიულ პირებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების ოდენობის შესახებ. მთავრობის ანგარიშში აღნიშნული ინფორმაციის დეტალურად, საქმიანობის ტიპების მიხედვით წარმოდგენა მნიშვნელოვანია კანონმდებლობითგანსაზღვრულ ლიმიტებთან შესაბამისობის ანგარიშგებისთვის. - პროგრამული ბიუჯეტის მომზადებისა და ანგარიშგების პროცესში შეინიშნება რიგი ნაკლოვანებები, რაც ართულებს პროგრამების ეფექტიანობის შეფასებას. კერძოდ: პროგრამული ბიუჯეტის დანართში წარმოდგენილი 20 პროგრამა არ არის ჩაშლილი ქვეპროგრამებად, ზოგიერთ შემთხვევაში არ არის განსაზღვრული პროგრამის/ქვეპროგრამის ფარგლებში მისაღწევი კონკრეტული მიზანი ან მიზნობრივი მაჩვენებელი არ აკმაყოფილებს პროგრამული
ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, პროგრამების/ქვეპროგრამების ნაწილისთვის სრულად არ ხდება მიღწეული შედეგების შესახებ ანგარიშგება ან შედეგების შეფასება წინასწარ განსაზღვრულ ინდიკატორებთან მიმართებით და სხვა. - 2023 წელს დამტკიცდა განახლებული „საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების მართვის
მეთოდოლოგია“, რომლის საფუძველზე უნდა განხორციელდეს ყველა საინვესტიციო/კაპიტალური პროექტის მართვა ერთიანი რესპუბლიკური ბიუჯეტის დონეზე, დაფინანსების წყაროს მიუხედავად. მეთოდოლოგია ახდენს პროექტების კატეგორიზაციას მათი მოცულობების მიხედვით, რის საფუძველზეც განსაზღვრავს შესაბამის მოთხოვნებს. ასევე მეთოდოლოგია აწესებს მოთხოვნას საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების პერიოდული ანგარიშების მომზადებისა და ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ/წლიურანგარიშებთან ერთად წარდგენის თაობაზე. მიუხედავად ამისა, გასული წლების მსგავსად, „საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების შესახებ“ დანართი არ მტკიცდება და არც ანგარიშების მომზადება ხდება. - 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ბიუჯეტის მიერ აღებული სესხებიდან ათვისებულია 80,122.6 ათასი ლარი (ხელშეკრულებებით გათვალისწინებული თანხის 37.3%). საკრედიტო რესურსი ვერ იქნა ათვისებული აჭარის სოფლების წყალმომარაგებისა და წყალანირების პროგრამისათვის გამოყოფილი სესხის ფარგლებში. საკრედიტო ხელშეკრულების შესაბამისად, ყოველწლიურად სესხის აუთვისებელ ნაწილზე ხორციელდება ვალდებულების გადასახადის გადახდა, აუთვისებელი თანხის 0.5%-ის ოდენობით.
აუდიტი ზემოთ ჩამოთვლილ მიგნებებს ანგარიშში დეტალურად მიმოიხილავს.