სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე ვეტოს დადებას გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, 2027 წლიდან ევროკავშირის მიერ რუსული გაზის იმპორტზე უარის სრულად თქმა სლოვაკეთისთვის კატეგორიულად მიუღებელია. ფიცოს თქმით, ქვეყანამ რუსულ გაზპრომთან კონტრაქტი 2034 წლამდე დადო და მის გაუქმებას ვერ დაუშვებს.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის ლიდერებს სანქციებზე დათანხმების ორი სცენარი შესთავაზა. ან ევროგაერთიანებამ რუსული გაზის იმპორტზე უარის თქმა უნდა გადაავადოს, ან სლოვაკეთი გამონაკლისად გამოცხადდეს და ქვეყანას კონტრაქტის დასრულებამდე გაზპრომისგან გაზის მიღების უფლება შეუნარჩუნდეს.
ფიცომ რუსულ გაზის იმპორტის შეწყვეტის იდეა გააკრიტიკა და ევროკავშირის ლიდერების ინიციატივას იდიოტური უწოდა. მან ასევე განაცხადა, რომ აკრძალვის დაწესება მიწოდების ჯაჭვის მოშლას, ფასების გაზრდასა და სამართლებრივი დავების დაწყებას გამოიწვევს.




























