"რაც შეეხება იმ კომპანიებს, რომლებიც ტურიზმის სექტორში არიან დასაქებულები, ეხება რესტორნებს, განთავსების ობიექტებს. ჩვენი ქვეყანა წლის განმავლობაში 40-მდე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე დადის, რაც თანხებთან არის დაკავშირებული, ამიტომ ჩვენ შევიმუშავეთ სტიმულირების პაკეტი და კომპანიები, რომელთა დასაქმებულების 60% იქნება სრულად ვაქცინირებული, შევთავაზებთ ტურისტულ გამოფენებზე 30%-იან ფასდაკლებას. ხოლო კომპანიები, რომელთა თანამშრომლების 80% იქნება ვაქცინირებული, ისინი ისარგებლებენ 50%-იანი ფასდაკლებით"-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მისივე თქმით, ქვეყნის პოპულარიზაციის მიზნით საქართველოში ჟურნალისტებისა თუ ბლოგერების ვიზიტების დროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ისეთ სერვისის მიმწოდებლებს აარჩევს, რომელთა თანამშრმლების სულ მცირე 60% ვაქცინირებული იქნება.




























