მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა პროცედურით მოახდინა საქართველომ Pfizer-ის და AstraZeneca-ს ვაქცინების ავტორიზაცია - განმარტება

6040c6823dce7
შოთა ტყეშელაშვილი
04.03.21 16:00
1504
BMG ჯანდაცვის სამინისტროს წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სამსახურის უფროსს, ზაალ კაპანაძეს ესაუბრა ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინების ავტორიზაციის საკითხთან დაკავშირებით. მარეგულირებლის ხელმძღვანელის განცხადებით, მათ შესაბამისი სარეგისტრაციო ცნობები გასცეს მაშინვე, რაც მწარმოებლებისგან WHO-ს რეგისტრაციის დოკუმენტი მიიღეს. 

“ნებისმიერი ვაქცინა ან ტესტის სისტემა რომ მოხვდეს ქვეყანაში მას სჭირდება რეგისტრაცია, ან შესაძლებელია შემოვიდეს განსაკუთრებულ შემთხვევებში არსებული პირობებით რა დროსაც მას რეგისტრაცია არ უნდა. ამ პროდუქტის ბაზისური დოკუმენტის მეშვეობით, ამ შემთხვევაში უნდა ჰქონდეს WHO-ს რეგისტრაცია. შესაბამისად ამ პროცედურების დაცვით ამ ვაქცინებისთვის მიცემული და გაგზავნილი გვაქვს ჩვენ შესაბამისი დოკუმენტაცია. ამ შემთხვევაში Pfizer-ის და AstraZeneca-ს ვაქცინებს ეს გავლილი აქვთ, რაც ჯანმოს პრეკვალიფიკაციისა და ხარისხის სერტიფიკატს ეფუძნება.

"ზუსტად გაცემის თარიღს ვერ გეტყვით, როგორც კი მოგვეწოდა ჯანმოს პრეკვალიფიკაცია და ხარისხის სერტიფიკატი, მაშინვე გავეცით ჩვენ ეს დოკუმენტები,”- განმარტავს ზაალ კაპანაძე.

ვაქცინაციის ეროვნული სტრატეგიის მიხედვით, რომელიც 2020 წლის იანვარში დამტკიცდა, საქართველოში შემოსატან ყველა ვაქცინას WHO-ს შესაბამისი კვალიფიკაცია უნდა გააჩნდეს. ამ საკითხთან დაკავშირებით უკანასკნელ დღეებში NCDC-ის მაღალჩინოსანთა მხრიდან გაკეთდა განცხადებები იმის შესახებ, რომ მნიშვნელოვანი იქნებოდა საქართველოს WHO-ს ავტორიზებულ ვაქცინებთან ერთად ჩინური ვაქცინების შესაძენადაც დაეჭირა წინასწარი თადარიგი.

“მთელი თურქეთი ჩინური ვაქცინით აიცრა. თურქეთში 10%- ია აცრილი ჩინური ვაქცინით.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას სამწუხაროდ, ჯერ არ მიუნიჭებია ჩინური ვაქცინისთვის, თუმცა დოკუმენტები შეტანილია. მსოფლიოში ამდენი ქვეყანა ამ ვაქცინით იცრება. რა ლობირება, რის ლობირება, ეს ხომ სახელმწიფოთაშორისი მოლაპარაკებით ხდება. წარმოდგენა არ მაქვს ვინ არის ჩინეთში, იქ ჩვენი საელჩო მუშაობს ამაზე. მთავრობასთან მიდის მოლაპარაკება,”- პალიტრასთან განაცხადა NCDC-ის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ.

COVAX პლატფორმის მიერ გამოქვეყნებული გრაფიკის თანახმად, 2021 წლის მაისის ბოლომდე ქვეყანა AstraZeneca-ს ვაქცინების 129,600 დოზას და Pfizer-ის ვაქცინების 29,250 დოზას მიიღებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები