მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა პროექტებს აფინანსებს გერმანია საქართველოში? - ახალი ხელშეკრულებები

618aa53eb3499
თამთა ჯიჯავაძე
09.11.21 20:39
1141
განვითარების სფეროში გერმანიასა და საქართველოს შორის არსებული კარგი თანამშრომლობა უკვე თითქმის 30 წელია არსებობს. ამ ხნის განმავლობაში გერმანიამ საქართველოს მხოლოდ ფინანსური თანამშრომლობის სფეროში 1,3 მილიარდ ევროზე მეტი ოდენობის დახმარება გაუწია.

ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის საელჩო ავრცელებს.

დიპლომატიური წარმომადგენლობის ცნობით, 2021 წლის 4 ნოემბერს თბილისში გამართული სამთავრობო მოლაპარაკებების დასრულებისთანავე მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გუნცაძემ და გერმანიის დელეგაციის ხელმძღვანელმა სანტიაგო ალონსო-როდრიგესმა ხელი მოაწერეს ოქმს, რომლითაც გერმანია იღებს ვალდებულებას, შემდგომი მხარდაჭერა გაუწიოს საქართველოს, განსაკუთრებით პროფესიული განათლების, კერძო სექტორის ხელშეწყობის, ენერგიისა და ენერგოეფექტურობის, მდგრადი ურბანული განვითარებისა და კარგი მმართველობის სფეროებში.

სამთავრობო მოლაპარაკებები გერმანიასა და საქართველოს შორის ორ წელიწადში ერთხელ იმართება. 2019 წლის ბოლო მოლაპარაკებების შემდეგ მთლიანი დაფინანსება დაახლოებით 188 მილიონ ევროს შეადგენს. აქედან 53 მილიონი ევრო მხოლოდ გრანტებია. ამას ემატება რეგიონალური თანამშრომლობისათვის გამოყოფილი თითქმის 76 მილიონი ევროს ოდენობის გრანტებიც, რომლებითაც დიდწილად საქართველო სარგებლობს.

განსაკუთრებით აღსანიშნავია მხარდაჭერა პროფესიული სწავლების მიმართულებით. ამისათვის გერმანია გასცემს საგრანტო სახსრებს 24 მილიონი ევროს ოდენობით KfW-ს მეშვეობით ცენტრების მშენებლობისთვის. გერმანია უკვე აფინანსებს სამშენებლო და ლოგისტიკის სფეროში მოქმედი წამყვანი ცენტრის მშენებლობას თბილისში. კიდევ ორი წამყვანი ცენტრი გაიხსნება ღვინისა და ტურიზმის სექტორებისათვის და ისინი გახდებიან წამყვანი დაწესებულებები დუალური პროფესიული განათლებისათვის. მხარდაჭერა, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს მრავალი წლის განმავლობაში ღვინისა და ტურიზმის სფეროში და ასევე სხვა მიმართულებებითაც, ასევე ეფექტურად უნდა იყოს გამოყენებული ამ ცენტრების მეშვეობით.

სამთავრობო მოლაპარაკებების დამთავრებისთანავე გამართულ საზეიმო ცერემონიაზე ხელი მოეწერა ფინანსურ თანამშრომლობის მორიგ დოკუმენტებს. ასე, მაგალითად გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა და ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ბიომრავალფეროვნებისა და მდგრადი ადგილობრივი განვითარების სფეროში 5,24 მილიონი ევროს ოდენობის გრანტის შესახებ, რომლის მეშვეობითაც განხორციელდება ბიომრავალფეროვნების დაახლოებით 24 მილიონი ევროს ღირებულების პროექტის იმპლემენტაცია.

"ამ მწვანე პაკეტის განხორციელებას დაასრულებს სამხრეთ კავკასიის რეგიონისათვის განსაკუთრებული, 40 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი, რომელიც გამოეყო კავკასიის ბუნების ფონდს (CNF) სამხრეთ კავკასიაში ბუნების დაცვისათვის. ამ თანხის მეშვეობით მხოლოდ საქართველოში ფინანსდება 12 დაცული ტერიტორია და შესაძლებელია, მათ რიცხვს კიდევ სხვა ტერიტორიებიც დაემატოს, რადგან კიდევ იგეგმება ხუთამდე დაცული ტერიტორიის შექმნა. შესაბამის ხელშეკრულებას გასულ კვირას ხელი მოაწერეს გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ოფისის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ბირგიტ ჰოლდერიდ-კრესმა და CNF-ის ხელმძღვანელმა, ბატონმა თობიას მიუნხმაიერმა.

ქართულ-გერმანული თანამშრომლობის ცენტრალურ სფეროშიც, რომელიც ეხება „ენერგიას“, არსებული პაკეტს დაემატა გაღრმავებული თანამშრომლობა, რომელიც მოიცავს საპილოტე პროქტის შექმნას ახალ, მწვანე წყალბადის სფეროში. KfW-სა და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმით დაგეგმარების კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა საპილოტე პროექტისათვის. ასევე ხელი მოეწერა შეთანხმებას საჯარო სკოლებში ენერგოეფექტურობის პროგრამის განსახორციელებლად.

შემდეგი სამთავრობო მოლაპარაკებები ბერლინში 2023 წელს გაიმართება", - აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები