მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა პროექტებს დაასრულებს თბილისის განვითარების ფონდი 2024 წელს?

მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე

თბილისის განვითარების ფონდი 2024 წელს ჯამში 5 მსხვილი პროექტის დასრულებას გეგმავს. მათ შორისაა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაცია, სადაც სამუშაოები 2020 წელს დაიწყო. ამ ეტაპზე სასახლის რეაბილიტაციის მესამე ფაზა მიმდინარეობს, რომელსაც კომპანია “ინსი” ახორციელებს.

თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი პაპავა “საქმის კურსთან" ინტერვიუში ამბობს, რომ წელს გეგმაშია აბრეშუმის მუზეუმის, ორბელიანის ქუჩაზე მდებარე 3 შენობის და წინამძღვრიშვილსა და ლაღიძეზე მოსახლეობის კუთვნილი 2 შენობის რეაბილიტაციის დასრულება.

“ამ ეტაპზე მიმდინარე პროექტი გვაქვს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაცია, რომელიც მიმდინარე წელს დასრულდება და მისი ბიუჯეტი 45 მილიონი ლარია. ასევე წელს გაზაფხულზე გვაქვს აბრეშუმის მუზეუმის რეაბილიტაციის დასრულება დაგეგმილი, რომლის ბიუჯეტიც 5 მილიონ ლარამდეა.

ორბელიანის ქუჩაზე გვაქვს ერთ ეზოში მდებარე სამი შენობის რეაბილიტაცია, რომელიც მიმდინარე წლის მაისში დასრულდება, რომლის ბიუჯეტიც 4.5 მილიონი ლარია.

გარდა ამისა გვაქვს 2 დიდი შენობა, რომელიც მოსახლეობას ეკუთვნის ორივე მათგან 100-მდე მცხოვრებია. ერთი მდებარეობს წინამძღვრიშვილის 1 ნომერში, ხოლო მეორე ლაღიძის 2-ში. მოსახლეობას გარემონტებული, კეთილმოწყობილი ბინები გადაეცემა”, - ამბობს თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი პაპავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები