მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ქონებას ფლობს დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე?

ვიქტორ ჯაფარიძე

მმართველი პარტიის და "ხალხის ძალის" დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე ოთხი მოწვევის პარლამენტის წევრია.

დეპუტატმა 3 მოსმენით დაუჭირა მხარი "რუსულ კანონს" და ასევე, მხარი დაუჭირა "რუსულ კანონზე" პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას.

2023 წლის დეკემბერში შევსებული დეკლარაციის მიხედვით უძრავი ქონების უდიდესი ნაწილი მემკვიდრეობით აქვს მიღებული. ჯაფარიძე დეკლარაციაში მხოლოდ მეუღლეს უთითებს.

დეპუტატს მესტიაში აქვს 8 მიწის ნაკვეთი, რომელიც მემკვიდრეობით მიიღო. ფართობი ჯამში 31 462 მ-კვ.მ- ია.

ასევე მემკვიდრეობით აქვს მიღებული დაბა მესტიაში კომერციული ფართი და საცხოვრებელი სახლი.

პოლიტიკოსმა 2013 წელს 180 000 დოლარად იყიდა 131,5 კვ.მ ბინა თბილისში, ჩიქოვანის ქუჩაზე.

დეკლარაციის მიხედვით, ვიქტორ ჯაფარიძეს ავტომობილი არ ჰყავს. მისი მეუღლე ნათია ხვისტანი კი, 2012 წლის ml-ს ფლობს, რომელშიც 20 000 დოლარი გადაიხადა.

დეკლარაციაში არ არის მითითებული, არც ერთი ძვირფასი ნივთი და აქსესუარი.

რაც შეეხება კომპანიებს, ჯაფარიძეს ეკუთვნის შპს პოსტვ-ს წილის 52% ( დანარჩენი წილები:შალვა რამიშვილი, თემურ ჭარელაშვილი); კანონის მიხედვით, დეპუტატს არ აქვს უფლება ფლობდეს და ამასთან მართავდეს მედიას, თუმცა წილის მმართველად 2022 წლიდან დეკლარაციის შევსების მომენტამდე ჯაფარიძეა;

დეპუტატი ფლობს შპს სეტი +- ის 33.3%-ს ოთარ ჩართოლანთან;

მისივე აბსოლუტური საკუთრებაა შპს თაბუნი, რომლის წილის მმართველიც ოთარ მაზმიშვილია;

ნათია ხვისტანს ეკუთვნის All seasons-ს წილის 50%. ასევე, შპს ქცია 94-ის 66.9%. სხვა კომპანიის შესახებ ინფორმაცია დეკლარაციაში მითითებული არ არის.

კომერციული ფართის გაქირავებისთვის ჯაფარიძემ 1 წელში 90 238 ლარი მიიღო. დეპუტატის სახელფასო სარგომ წლიურად 48 067 ლარი შეადგინა.

ჯაფარიძეს დანაზოგის სახით მხოლოდ 29 000 ლარი აქვს მითითებული, ნათია ხვისტანს კი, 21 500 ლარი.

დეკლარაციის შევსების მომენტისთვის 61 934 ლარი ჰქონდა დეპუტატს სახელფასო ანგარიშზე. ანაბრის სახით 14 311 დოლარი, საბარათე ანგარიშზე 8 937 ევრო. რაც შეეხება ნათია ხვისტანის ფინანსურ ანგარიშებს, საბარათე ანგარიშზე გასული წლის ბოლოს 20 189 ლარს ფლობდა, მიმდინარე ანგარიშზე კი, 2 150 ლარს.

საერთაშორისო გამჭვირვალობას ვიქტორ ჯაფარიძის ქონების გაუმჭვირვალობასთან დაკავშირებით არა ერთი კვლევა აქვს მომზადებული.

დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა შესყიდვებიდან 6 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს.

თანამდებობის პირებთან დაკავშირებული კომპანიები სახელმწიფო პროგრამიდან სუბსიდიას იღებენ მესტიაში

ჯაფარიძეს ჯამურად 120 000 ლარი აქვს შეწირული "ქართული ოცნებისთვის", ხოლო 30 000 ლარი "ხალხის ძალისთვის".

55 000 ლარი შესწირა მმართველ ძალას ნათია ხვისტანმა, 50 000 ლარი კი დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კამპანიას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები