მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა ქონებას ფლობს "ევროპელი სოციალისტებიდან" საპარლამენტო უმრავლესობაში დაბრუნებული ვარლამ ლიპარტელიანი?

ვარლამ ლიპარტელიანი

ყოფილი სპორტსმენი ვარლამ ლიპარტელიანი, რომელიც ამ დრომდე „ევროპელი სოციალისტების“ წევრი იყო, საპარლამენტო უმრავლესობაში ბრუნდება. აღნიშნულის შესახებ „ქართული ოცნების“ ბიუროს სხდომაზე გახდა ცნობილი. „ევროპელი სოციალისტების“ პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე ლადო ბოჟაძე გახდა, რომელმაც „ოცნება“ რამდენიმე დღის წინ დატოვა.

bm.ge დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს ოლიმპიური და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი.

ვარლამ ლიპარტელიანმა მისი პირველი დეკლარაცია 2025 წლის 27 იანვარს შეავსო, მას შემდეგ, რაც "ოცნების" დეპუტატი და სამგორის დელეგატი გახდა.

უძრავი ქონება:

  • ბინა თბილისში, ატენის ქუჩაზე, საერთო ფართობით 200.75 კვ.მ. რომელიც შეძენილია 2019 წელს 130,000 აშშ დოლარად;
  • მიწის ნაკვეთი ლენტეხის რაიონის სოფელ ხოფურში, 4350 კვ.მ. რომელიც ჩუქებით მიიღო 2016 წელს;
  • მიწის ნაკვეთი დუშეთის რაიონის სოფელ მლაშეში, 500 კვ.მ. რომელიც ასევე ჩუქებით მიიღო 2016 წელს;
  • მიწის ნაკვეთი მცხეთის სოფელ მუხრანში, 1500 კვ.მ. რომელიც ასევე ჩუქებით მიიღო 2016 წელს;
  • მიწის ნაკვეთი მცხეთის სოფელ მუხრანში, 600 კვ.მ. (შენობა-ნაგებობები: შენობა N1-4). რომელიც ასევე ჩუქებით მიიღო 2016 წელს;
  • მიწის ნაკვეთი დუშეთის რაიონის სოფელ ფიტავში, "ციკვიანები", 424 კვ.მ. რომელიც ასევე ჩუქებით მიიღო 2016 წელს;

საბანკო ანგარიშები:

ვარლამ ლიპარტელიანს დეკლარაციის შევსების მომენტში „საქართველოს ბანკში“ აქვს შემდეგი ანგარიშები:

  • სახელფასო ანგარიში: 97.02 GEL და 233.2 USD.
  • IPO + ანგარიში: 468.71 EUR.
  • მიმდინარე ანგარიში: 90 GEL.
  • ანაბარი: 2224.02 GEL.
  • საკრედიტო ანგარიში: -4621.18 GEL.

მეუღლეს, გიული ჭკუასელს, „საქართველოს ბანკში“ აქვს:

  • სახელფასო ანგარიში: 556.07 GEL.
  • მიმდინარე ანგარიში: 8715.29 GEL.
  • საკრედიტო ანგარიში: -6892.07 GEL.

შვილებს, დემეტრე, დავით და ერეკლე ლიპარტელიანებს, „საქართველოს ბანკში“ აქვთ ანაბრები 1390.21 GEL ოდენობით თითოეულზე.

სამეწარმეო საქმიანობა:

ვარლამ ლიპარტელიანი არის:

  • შპს „ჩემპიონთა სახლის“ მეწილე 50%-იანი წილით. კომპანიის საქმიანობიდან წინა წელს მიღებული შემოსავალია 21950 GEL.
  • შპს „ლიპოს“ მეწილე 100%-იანი წილით. ამ საქმიანობიდან შემოსავალი ნულია.
  • ინდივიდუალური მეწარმე (ვარლამ ლიპარტელიანი) 0%-იანი წილით. შემოსავალი ნულია.
  • შპს „ლიპოს“ დირექტორი. შემოსავალი ნულია.

შემოსავლები და გასავლები:

2024 წელს ვარლამ ლიპარტელიანის შემოსავლებმა შეადგინა:

  • აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - სპორტის დეპარტამენტი (ძიუდოისტი): 804 GEL.
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს ძიუდოს სპორტული კლუბი (ძიუდოისტი): 9844.92 GEL.
  • საქართველოს პარლამენტის აპარატი (პარლამენტის წევრი): 5001.03 GEL.

გიული ჭკუასელის შემოსავლებმა 2024 წელს შეადგინა:

  • საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტი (უფროსი): 93992.86 GEL.
  • სსიპ საჯარო სამსახურის ბიურო (ტრენერი): 1841.32 GEL.
  • სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემია (ტრენერი): 3703.05 GEL.

გასავალი: ვარლამ ლიპარტელიანმა გადაიხადა რობერ შუმანის სახელობის ევროპული სასწავლებლის ყოველწლიური გადასახადი, 6300 ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები