მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა ქონებას ფლობს განათლების ყოფილი მინისტრი ალექსანდრე წულაძე?

განათლების სამინისტრო

დღეს განათლების მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ გააკეთა განცხადება. დღესვე ირაკლი კობახიძე ახალ მინისტრს წარადგენს.

ალექსანდრე წულაძე მინისტრის პოსტს 2024 წლის ოქტომბრიდან იკავებდა, მან ამ პოსტზე გიორგი ამილახვარი შეცვალა.

თავად ალექსანდრე წულაძე 2023 წლის ჩათვლით საქართველოს უზენაეს სასამართლოს მოსამართლის პოსტს იკავებდა, რის შემდეგაც ის განათლების მინისტრის მოადგილის პოსტზე დაინიშნა.

ქონებრივი დეკლარაცია

2024 წლის ივლისში შევსებული დეკლარაციის მიხედვით, წულაძეს ჰყავს მეუღლე ეკატერინე ჯანაშია და არასრულწლოვანი შვილი.

ახალი მინისტრი ფლობს 2 ბინას თბილისში, მიხეილ ბურძგლას ქუჩაზე. ასევე ორ ავტოფარეხს იმავე მისამართზე. ჩუქების გზით მიღებულ 905 კვ.მ მიწას წყნეთში და 200 000 ლარად ნაყიდ 1500 კვ.მ მიწას წყნეთში. მისივე საკუთრებაა არასაცხოვრებელი ფართი და სარდაფი აღმაშენებლის გამზირზე.

მისი მეუღლის საკუთრებაა ჩუქებით მიღებული საცხოვრებელი სახლი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე და წავკისში, 2017 წელს 12 500 დოლარად შეძენილი 570 კვ.მ მიწა.

ალექსანდრე წულაძე ფლობს 2018 წელს ნაჩუქარ მისაღებს, ჭაღს და დასადგამ საათს, რომლის ფასიც 10 000 ლარზე მეტია, რადგან დეკლარირების საჭიროება ამ თანხაზე ჩნდება.

რაც შეეხება ფინანსურ ანგარიშებს, "საქართველოს ბანკის“ სახელფასო ბარათზე დეკლარაციის შევსების მომენტში წულაძეს ჰქონდა 7 278 ლარი, ანაბარზე - 28 119,89 აშშ დოლარი, ხოლო ნაღდი ფულის სახით - 52 000 აშშ დოლარს (როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, ქონების რეალიზაციიდან მიღებული).

სახელფასო სარგოს სახით, წულაძეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის 2023 წლის განმავლობაში 129 532 ლარი აქვს მიღებული, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო კომისიის წევრობისთვის 3 235 ლარი, ხოლო განათლების მინისტრის მოადგილის პოსტზე 694 ლარი. საინტერესოა, რომ წულაძე მინისტრის პოსტზე 29 დეკემბერს დაინიშნა, შესაბამისად დეკლარაცია ასახავს 29.12.2023 - 31.12.2023 პერიოდს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები