დღეს ცნობილი გახდა, რომ გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორი დავით ვარდიაშვილი გახდა. მანამდე ის სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის პოსტს იკავებდა.
გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ახალ ხელმძღვანელს ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი დეკლარაცია მიმდინარე წლის იანვარში აქვს შევსებული.
დეკლარაციის მიხედვით, ვარდიაშვილი თანამფლობელია თბილისში, მცხეთის ქუჩაზე მდებარე 370
კვ.მ საცხოვრებელი სახლისა და მის საკუთრებაშია 200 კვ.მ. ვარდიაშვილის საკუთრებაშია ასევე კოჯორში მდებარე 1087 კვ.მ-ის ფართობის საცხოვრებელი სახლი. ის ასევე ფლობს მიწის ნაკვეთს თბილისში მცხეთის ქუჩაზე (43 კვ.მ).
რაც შეეხება სხვა ქონებას, მისი ცოლის ეთერი ჭანუყვაძის საკუთრებაშია 2018 წელს 20 ათას დოლარად მერსედეს-ბენცის მარკის მანქანა. ვარდიაშვილი ნაღდი ფულის სახით ინახავს 64000 დოლარსა და 9000 ლარს. 2024 წელს მან სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის პოსტზე 48 761 ლარი მიიღო, ხოლო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში ასოცირებული პროფესორად მუშაობისთვის 6247 ლარი მიიღო.
რაც შეეხება სხვა თანამდებობებს, სხვადასხვა წლებში ვარდიაშვილს ეკავა ხელმძღვანელი პოზიციები საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა და ნავთობისა და გაზის კორპორაციაში. გარდა ამისა, 2016 – 2017 წლებში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო.
გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მთავარი ფუნქციაა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული მაგისტრალური გაზსადენების გამართული და სტაბილური ფუნქციონირება უზრუნველყოს.




























