„ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სასამართლომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოაცხადა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად შარაძემ 2025 წლის 14 მაისს შეავსო თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია, რომლის მიხედვითაც ჰყავს მეუღლე და ორი არასრულწლოვანი შვილი.
2024 წლის 15 აპრილს, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ გამოაქვეყნა კვლევა
bm.ge დაინტერესდა, როგორია გახმაურებული საქმეების [კარტოგრაფების, გრიგორიადისის] მოსამართლის დეკლარაცია 2025 წელს
უძრავი ქონება
ზვიად შარაძის საკუთრება:
- ბინა თბილისში, მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე, საერთო ფართობით 165.1 კვ.მ., შეძენილი 2024 წლის 31 იანვარს 100 000 აშშ დოლარად;
- ბინა ბათუმში, პეტრე ბაგრატიონის ქუჩაზე, საერთო ფართობით 31 კვ.მ., შეძენილი 2022 წელს 17500 აშშ დოლარად.
მეუღლის თამარ ფასიეშვილის საკუთრება:
ოთხი მიწის ნაკვეთი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში, შეძენილი 2020 წლის 6 მარტს.
- 1699 კვ.მ. (33.33% წილი).
- 3790 კვ.მ. (33.33% წილი).
- 3236 კვ.მ. (33.33% წილი).
- 1700 კვ.მ. (33.33% წილი).
ყველა ზემოხსენებული მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეები არიან მარინა მეგრელიშვილი და თინათინ ფასიეშვილი.
ასევე, ფლობს ბინას თბილისში, ფარნავაზ მეფის გამზირზე საერთო ფართობით 51.7 კვ.მ., შეძენილი 2020 წლის 14 ივლისს 85 719 ლარად.
მოძრავი ქონება
თამარ ფასიეშვილის საკუთრებაა - მსუბუქი ავტომანქანა TOYOTA YARIS CROSS, შეძენილი 2023 წლის 19 600 აშშ დოლარად.
ზვიად შარაძე
- სამკაული (ოქროს ნაკეთობები), მიღებული ჩუქებით 2008 წელს. თანამესაკუთრეა თამარ ფასიეშვილი (50%).
- მსუბუქი ავტომანქანა TOYOTA CAMRY, შეძენილი 2025 წლის 7 თებერვალს 90 747 ლარად.
დეკლარაციის მიხედვით, ოჯახის სხვადასხვა საბანკო ანგარიშებზე განთავსებული თანხა 3992 ლარია.
ნაღდი ფულის სახით კი, მოსამართლის მეუღლე ფლობს
- 50 000 აშშ დოლარი.
- 20 000 ევრო.
- 30 000 ლარი.
სამეწარმეო საქმიანობა: თამარ ფასიეშვილი მონაწილეობს სამეწარმეო საქმიანობაში:
- შპს „ექაუნთმენი“-ის მეწილეა (100% წილი) და დირექტორი/ბუღალტერი 2023 წლის 24 იანვრიდან. 2024 წელს ამ საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი შეადგენს 174 534 ლარს.
ანაზღაურებადი სამუშაო
თამარ ფასიეშვილი:
-
- შპს „მიდას თრეიდინგი“ – მთავარი ბუღალტერი, შემოსავალი: 2 000 GEL.
- შპს „თი მოტორს“ – ბუღალტერი, შემოსავალი: 2 400 GEL.
- შპს „თრეიდინგ ინვესთმენთ ქომფანი“ – ბუღალტერი, შემოსავალი: 326 061.94 GEL.
ზვიად შარაძე:
-
-
- საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტი – მოსამართლე, შემოსავალი: 95 271 GEL.
-
ხელშეკრულებები: ოჯახის წევრების მიერ დადებული ხელშეკრულებები, რომელთა ღირებულება აღემატება 10,000 ლარს:
- თამარ ფასიეშვილი:
- სესხი ლიბერთი ბანკიდან: 70000 GEL, 2020 წლის 24 ივლისიდან 2031 წლის 10 თებერვლამდე, გასავალი: 12301 GEL.
- სესხი ლიბერთი ბანკიდან: 24000 GEL, 2020 წლის 4 დეკემბრიდან 2030 წლის 10 დეკემბრამდე, გასავალი: 4498 GEL.
- იჯარა (უძრავი ქონების): 2024 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე, შემოსავალი: 5070 GEL.
- სესხი ლიბერთი ბანკიდან: 57000 GEL, 2023 წლის 27 ივლისიდან 2028 წლის 3 ივლისამდე, გასავალი: 15670 GEL.
- სესხი საქართველოს ბანკიდან: 20300 GEL, 2023 წლის 20 დეკემბრიდან 2025 წლის 10 დეკემბრამდე, გასავალი: 11707 GEL.
- ნასყიდობა (ავტომანქანის შეძენა): 225000 GEL, 2024 წლის 13 აპრილი, გასავალი: 225000 GEL.
- ნასყიდობა (ავტომანქანის გასხვისება): 231625 GEL, 2024 წლის 13 აპრილი, შემოსავალი: 231625 GEL.
- ზვიად შარაძე:
- სესხი ფიზიკური პირისგან: 15000 USD, 2022 წლის 10 თებერვლიდან უვადოდ, გასავალი: 10000 USD.
- სესხი საქართველოს ბანკიდან: 50000 GEL, 2024 წლის 27 იანვრიდან 2028 წლის 25 იანვრამდე, გასავალი: 16860 GEL.
- ნასყიდობა (უძრავი ქონების შეძენა): 100000 USD, 2023 წლის 20 ივლისიდან 2024 წლის 20 თებერვლამდე, გასავალი: 55000 USD.
დანარჩენი შემოსავლები/გასავლები (2024 წელი):
- თამარ ფასიეშვილი:
- სწავლის საფასური (ნუცა შარაძის): გასავალი - 10 000 EUR.
- სწავლის საფასური (მაქსიმე შარაძის): გასავალი - 78 000 GEL.




























