მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა ქონებას ფლობს პარლამენტის ყოფილი წევრი არჩილ თალაკვაძე? - დეკლარაცია

არჩილ თალაკვაძე
08.01.26 15:07
18575

პარლამენტის ყოფილმა წევრმა არჩილ თალაკვაძემ ქონებრივი დეკლარაცია 2025 წლის ნოემბერში ჩააბარა.

დოკუმენტის თანახმად, არჩილ თალაკვაძე ფლობს 2021 წელს 4300 დოლარად შეძენილ მსუბუქ ავტომობილს (Volkswagen), ასევე 2016 წელს 8000 დოლარად შეძენილ Harley-Davidson-ს. მისი მეუღლის, ქეთევან ბუბუტეიშვილს საკუთრებაში კი არის 2024 წელს 33805 დოლარად შეძენილი BMW X5-ს, რომელიც მითითებულია, რომ შეძენილია წინა მოდელის რეალიზაციით მიღებულ შემოსავალზე თანხის დამატებით.

დეკლარაციაში ასახულია არჩილ თალაკვაძისა და მისი მეუღლის მიმდინარე საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხა ჯამურად 3130 ლარის ოდენობით.

ქეთევან ბუბუტეიშვილი ფლობს კომპანიას შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს სეტ ენდ მაჩ საქართველო, რომლის დირექტორიც თავადაა.

არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში ვიცე სპიკერის პოზიციაზე 2024 წლის იანვრიდან ნოემბრამდე 54857 ლარის ანაზღაურება მიიღო, ქეთევან ბუბუტეიშვილმა 2024 წლის იანვრიდან აპრილამდე ს.ს. სარაჯიშვილის საინვესტიციო პროექტების მართვის სამსახურის უფროსის პოზიციაზე 41020 ლარი გამოიმუშავა, ხოლო შპს "ვანილა ივენთის" პროექტის კონსულტანტობიდან, 2024 წლის ნოემბერში, 2051 ლარი.

არჩილ თალაკვაძის 2024 წლის ხარჯებში ასახულია 8100 ლარი, რომელიც სესხის რეფინანსირებისთვის იყო გამოყენებული. ქეთევან ბუბუტეიშვილმა სესხის მომსახურებაზე 169 269 დოლარი დახარჯა, ხოლო ავტომობილის გაყიდვით 44500 ლარის შემოსავალი მიიღო.

არჩილ თალაკვაძემ 2024 წელს შვილების განათლებისთვის 13 060 ლარი დახარჯა, მან და მისმა მეუღლემ მოგზაურობასა და დასვენებაზე ჯამურად 12 900 ლარი დახარჯეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები