პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი გენერალური პროკურორობის ერთადერთ წარდგენილ კანდიდატს, გიორგი გაბიტაშვილს უსმენს.
გენერალური პროკურორობის კანდიდატად პარლამენტს გენერალური პროკურორის მოქმედი მოადგილე, გიორგი გაბიტაშვილი 11 ივლისს წარედგინება.
გაბიტაშვილი ამ დრომდე გენპროკურორის მოადგილის პოსტს იკავებდა. მას ამ თანამდებობაზე სულ 11 წელი აქვს გატარებული.
იქამდე კი:
- 2005-2007 წლებში იყო სტაჟიორი თბილისისა და მცხეთის პროკურატურებში;
- 2007-2010 წლებში - ხელმძღვანელობდა შსს-ს ჩატარებულ გამოძიებებს ზედამხედველი პროკურორის რანგში;
- 2010-2011 წლებში გორის რაიონული პროკურორი;
- 2011-2013 წლებში - ხელმძღვანელობდა შსს-ს ჩატარებულ გამოძიებებს ზედამხედველი პროკურორის რანგში.
გაბიტაშვილის დეკლარაციის მიხედვით, ჰყავს დედა, მეუღლე და ორი არასრულწლოვანი შვილი. გაბიტაშვილმა 2022 წელს 50 000 დოლარად თბილისში, მიროტაძის ქუჩაზე შეიძინა 58,3 კვ.მ ბინა. კიდევ ერთი ბინა 2013 წელს 95 000 დოლარად იყიდა ვაჟა-ფშაველას გამზირზე. იქამდე, 2011 წელს თეთრიწყაროს რაიონში შეძენილი აქვს მიწის ორი ნაკვეთი. 2021 წელს წყნეთში მალხაზ
ბასილაშვილთან თანამფლობელობით შეძენილი აქვს მიწის ნაკვეთი 200 000 აშშ დოლარად.
მეუღლეს მაგდა მაჩაიძეს ეკუთვნის 25 000 დოლარად 2011 წელს შეძენილი ბინა. დედა მედეა ლომიძე კი, ფლობს მემკვიდრეობით მიღებულ ბინას, სახლს, არასაცხოვრებელ ფართს და მიწის ნაკვეთს რომელიც თბილისის სხვადასხვა უბნებში სხვადასხვა დროს აქვს მიღებული.
მეუღლეს ეკუთვნის 2022 წელს 19 813 დოლარად შეძენილი Lexus nx 300. სხვა ავტომობილი ოჯახის სახელზე დეკლარაციაში მითითებული არ არის.
ნაღდი ფულის სახით გაბიტაშვილს დანაზოგი აქვს 180 000 ლარი და ასევე, ნაღდი ფულის სახით ინახავს უძრავი ქონების გაყიდვიდან მიღებულ 115 000$ შემოსავალს.
გაბიტაშვილს გენპროკურორის მოადგილის რანგში სახელფასო სარგოს სახით 92 620 ლარი აქვს მიღებული. მისი მეუღლე სახელმწიფო ელექტროსისტემაში მონაცემთა მართვისა და მონიტორინგის
სამსახურის უფროსია და 1 წელში ხელფასის სახით 53 938 ლარი მიიღო. დედა კი, სტატისტიკის სამსახურშია დასაქმებული ადმინისტრაციული სამმართველოს ადამიანური რესურსების მართვის
და საქმისწარმოების განყოფილების სპეციალისტის რანგში და ხელფასის სახით მიღებული აქვს 13 881 ლარი.
დეკლარაცია 2023 წელს არის შევსებული და 2022 წლის შემოსავლებს და ხარჯებს ასახავს.
შემოსავალი - უძრავი ქონების გასხვისებისთვის 35 000 აშშ დოლარი; ასევე უძრავი ქონების გაყიდვისთვის მიღებული აქვს 47 000 აშშ დოლარი; იგივე მიზნობრიობით მიიღო 33 000 აშშ დოლარის შემოსავალი. უძრავი ქონების გაქირავებიდან მიიღო 5 000 დოლარის შემოსავალი.
გასავალი - ერთ წელში ბანკის სესხის მომსახურებისთვის გადახდილი აქვს 8 368 დოლარი და 3 530 დოლარი. ასევე უძრავი ქონების შეძენისთვის გადაიხადა 50 000 დოლარი .
გაბიტაშვილი, ერთადერთი წარდგენილი კანდიდატია, რომელსაც პრეზიდენტის მიერ სპეციალურად მოწვეულ პლენარულ სხდომაზე "ქართული ოცნება" დღეს დაამტკიცებს. სწორედ ეს გახლავთ ოცნების არასამუშაო თვეში შეკრების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. ხვალ, 19 ივლისს კი, მმართველი უმრავლესობა ამნისტიის კანონის მიღებას გეგმავს.