2025 წლის 1 იანვრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილის ხელფასი მაუწყებლისვე მიღებული გადაწყვეტილებით 12 500 ლარიდან 16 250 ლარამდე უნდა გაზრდილიყო, თუმცა მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ თქვა, რომ ბერძენიშვილმა ითხოვა, ხელფასი უცვლელად დაეტოვებინათ.
ხელფასის გარდა, როგორია საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელის ქონებრივი მდგომარეობა, bm.ge გთავაზობთ დეკლარაციის მიხედვით.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი, რომელმაც დეკლარაცია 24 თებერვალს შეავსო უთითებს, რომ ჰყავს მეუღლე და 1 შვილი.
დეკლარაციის მიხედვით, თინათინ ბერძენიშვილის და მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში საქართველოში ან სხვა ქვეყანაში უძრავი ქონება არ იძებნება.
ბერძენიშვილის საკუთრებაშია მსუბუქი ავტომანქანა FORD, რომელიც 2025 წელს 19 000 ევროდ შეიძინა.
საბანკო ანგარიშები და შენატანები დეკლარაციის შევსების მომენტისთვის შემდეგია:
თინათინ ბერძენიშვილი:
- "თიბისი ბანკში" აქვს სახელფასო ანგარიში 2322.39 ლარი;
- ბარათის ანგარიშებზე: 29.15 ლარი, 745.02 EUR, 605.18 USD;
- შემნახველ ანგარიშზე: 20171.32 GEL და 17043.78 USD.
- "ოფსეტის" ანგარიშზე: 65000 GEL (მსესხებლის/თანამსესხებლის საბარათე ანგარიში).
- "საქართველოს ბანკში" აქვს მიმდინარე ანგარიშები: 2635.51 GEL, 446.1 USD, 80.87 EUR.
- ანაბარზე: 50000 GEL ("საბავშვო ანაბარი").
- "თი-ბი-სი ბანკში" ანაბარზე: 50000 GEL ("მშობლის ანაბარი").
შვილს ალექსანდრე გუმბერიძე
"თიბისი ბანკში" აქვს "school card" ანგარიში 23.73 GEL.მეუღლე ზურაბ გუმბერიძე
"საქართველოს ბანკში" აქვს მიმდინარე ანგარიშები: 1233.09 GEL და 6308.55 USD.
სამეწარმეო საქმიანობა:
თინათინ ბერძენიშვილის მეუღლე, ზურაბ გუმბერიძე, ჩართულია რამდენიმე სამეწარმეო საქმიანობაში:
- შპს "აონ ჯორჯია": ზურაბ გუმბერიძე არის დირექტორი 2001 წლის 5 იანვრიდან.
- შპს "Georgian Greek Construction & Trading co": ზურაბ გუმბერიძე არის დირექტორი 2013 წლის 13 მაისიდან. ასევე არის მეწილე 33.33%-ითით.
- შპს "ლიდერი": ზურაბ გუმბერიძე არის დირექტორი. ასევე სრული წილის
- შპს "ალდა": ზურაბ გუმბერიძე არის დირექტორი 2018 წლის 17 აგვისტოდან და მეწილე 2018 წლის 17 აგვისტოდან 100% წილით.
აღნიშნული კომპანიებიდან წინა წლის განმავლობაში ზურაბ გუმბერიძეს შემოსავალი არ მიუღია.
შესრულებული ანაზღაურებადი სამუშაო:
- თინათინ ბერძენიშვილი: 2024 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით საზოგადოებრივ მაუწყებელში გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მიიღო 120 600 GEL შემოსავალი.
- ზურაბ გუმბერიძე: 2024 წლის 15 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით შპს „ემქეიდი და პარტნიორები“-ში ტექნიკური კონსულტანტის პოზიციაზე მიიღო 1 104 GEL შემოსავალი.
ხელშეკრულებები და სესხები
თინათინ ბერძენიშვილს და ზურაბ გუმბერიძეს 2024 წელს დადებული ან/და მოქმედი ჰქონდათ რამდენიმე ხელშეკრულება:
თინათინ ბერძენიშვილი:
- სამომხმარებლო სესხი "თიბისი ბანკიდან" 132 700 GEL ოდენობით. გასავალი 2024 წელს: 16 542.24 GEL.
- ნასყიდობა შპს "ავენიუ ბაიორბი"-ს მშენებარე კომპლექსში სასტუმრო ნომერზე 27685 USD ოდენობით. გასავალი 2024 წელს: 0.
- მშობლის ანაბარი "თიბისი ბანკში" 50000 GEL ოდენობით. შემოსავალი 2024 წელს: 5665.46 GEL.
- მშობლის ანაბარი "თიბისი ბანკში" 50000 GEL ოდენობით. შემოსავალი 2024 წელს: 493.15 GEL.
- შემნახველი ანაბარი "თიბისი ბანკში" 20000 GEL ოდენობით. შემოსავალი 2024 წელს: 2152.44 GEL.
- საბავშვო ანაბარი "საქართველოს ბანკში" 50000 GEL ოდენობით. ვადა 2025 წლის 26 თებერვლამდე. შემოსავალი 2024 წელს: 0.
ზურაბ გუმბერიძე
სამომხმარებლო სესხი "საქართველოს ბანკიდან" 28 100 GEL ოდენობით. გასავალი 2024 წელს: 6001.77 GEL.
დეკლარაციის მიხედვით, ოჯახს არ მიუღია ძვირად ღირებული საჩუქრები, არ ფლობენ ფუფუნების საგნებს, ძვირიან ტანსაცმელს, სამკაულებს და აქსესუარებს.
შეგახსენებთ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი 2025 წელს 101 მლნ-ია, ანუ, ზუსტად იმდენივე, რამდენიც 2024 წელს.
ახლა, მაუწყებლის დაფინანსების გარდამავალი პერიოდია. 2023 წელს მიღებული კანონის თანახმად, შეიცვალა წესი, რომლითაც თითქმის 15 წლის განმავლობაში მაუწყებელი ბიუჯეტიდან მთლიანი შიდა პროდუქტის [მშპ] არანაკლებ 0.14%-ით ფინანსდებოდა.
დაფინანსების ახალი მოდელის ამოქმედებამდე, გარდამავალ პერიოდში [2024-2025 წლებში] მაუწყებლის ბიუჯეტი იმდენივე იქნება, რაც 2023 წელსაა გათვალისწინებული, ანუ 101 მლნ ლარი.




























