მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა რაოდენობის აუდიტორია ჰყავს Setanta Sports?

6496bba143601
მარიამ იზორია
24.06.23 19:40
676
რა ოდენობის აუდიტორია ჰყავს სეტანტას დღეს? - ამ შეკითხვას BMGTV-ის გადაცემა „ბარში“ Setanta Sports-ის აღმასრულებელი დირექტორი პასუხობს.

თამარ ბადაშვილის თქმით, საუბარია 14 ქვეყნის მასშტაბით 100 მილიონ ოჯახზე, რომელიც ყიდულობენ პაკეტს, რათა სეტანტას უყურონ.

„დღეს სეტანტა 100%-ით ქართული კომპანია, 90%-ით არიან ქართველები, რომლებიც 14 ქვეყანაში ამ კომპანიას მართავენ.

ჩვენი მომხმარებელი ძალიან ბევრია. საუბარია 100 მილიონ ოჯახზე. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც შეგნებულად ყიდულობენ პაკეტს, რათა უყურონ "სეტანტას".

რაც შეეხება ჩვენს გუნდს, 2022 წლიდან გავიზარდეთ და ახლა დაახლოებით 350 დასაქმებული გვყავს. მათგან 70 ადამიანი სხვა ქვეყნის მოქალაქეა, რომლებიც უკრაინაში, ყაზახეთსა და უზბეკეთში მუშაობენ“,- ამბობს ის.

კითხვას რამ განაპირობა Setanta Sports-ის წარმატება, თამარ ბადაშვილი ასე პასუხობს:

"მარტივი და ბანალური პასუხი მექნება - ეს არის გუნდი, გუნდის შემართება, რომლებიც ამას აკეთებენ. ქართული გუნდის შემართება და დამოკიდებულება საქმისადმი - ამას მოაქვს ყველაზე დიდი წარმატება".

Setanta Sports ციფრული გამოწერითი სერვისია, რომელიც ორიენტირებულია სპორტის ქომაგებისთვის ექსკლუზიური და მრავალფეროვანი სპორტული კონტენტის მიწოდებაზე. Setanta Sports მომხმარებელს მნიშვნელოვანი სპორტული შეჯიბრებების Live სტრიმებზე წვდომას სთავაზობს.

Setanta Sports იყო ირლანდიური საერთაშორისო კომპანია, რომელიც ქართულმა გუნდმა შეიძინა და მისი ციფრული განვითარება დაიწყო. რაც შეეხება კომპანიის გეგმებს, როგორც აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, Setanta-ს აქვს ამბიცია, ციფრულმედიაში უფრო ყურებადი იყოს, ვიდრე - ტელემედიაში. 

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები