მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა რაოდენობის ელექტროენერგია გავიტანეთ და შემოვიტანეთ 2024 წლის I ნახევარში?

ელექტროენერგია თბილისი

2024 წლის პირველ ექვს თვეში ექსპორტირებულია 757 გვტ.სთ. ელექტროენერგია. ექსპორტის 84% თურქეთში, 12% სომხეთში, ხოლო 4% აზერბაიჯანში განხორციელდა. რაც შეეხება საექსპორტო შემოსავლებს, საქართველომ ჯამურად 36.3 მლნ. აშშ დოლარი მიიღო, რაც წლიურად 32%-ით ნაკლებია.

ამის შესახებ თიბისის კაპიტალის სექტორულ მიმოხილვაშია აღნიშნული.

რაც შეეხება ექსპორტს, როგორც მიმოხილვაში წერია, საქართველოში, 2024 წლის პირველ ექვს თვეში, 457 გვტ.სთ. ელექტროენერგია შემოვიდა, რომლის 91% (417.6 გვტ.სთ.) რუსეთიდან აფხაზეთის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად იყო იმპორტირებული. ამავე პერიოდში, აზერბაიჯანიდან იმპორტირებულია 39.3 გვტ.სთ. ელექტროენერგია. იმპორტში ჯამურად გადახდილი თანხა 3.1 მილიონი აშშ. დოლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები