მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა რაოდენობის ელექტროენერგიის გამომუშავებაა შესაძლებელი ლილოს ნაგავსაყრელზე?

617838939a898
ანუკა ჯოხაძე
27.10.21 01:00
793
ორი წლის წინ კახა კალაძემ ლილოს ნაგავსაყრელზე გაზშემკრები ნაგებობის მოწყობის პროექტი დააანონსა, რომლის მოწყობის შემდეგ მუნიციპალიტეტს ადგილზე ელექტროენერგიის გამომუშავებაც ჰქონდა გეგმაში. ამ პროექტმაც, როგორც სხვა არაერთმა დაპირებამ დაპაუზებული პროექტების ნუსხაში გადაინაცვლა. ამ შემთხვევაშიც მიზეზად პანდემია სახელდება, თუმცა პროექტი პანდემიამდე ერთი წლით ადრე დაანონსდა.
პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ის, რომ ადგილზე არსებობდა შესაძლებლობა ელექტროენერგიის წარმოებაც დაწყებულიყო.

როგორც "თბილსერვის ჯგუფში" განგვიმარტეს, მას შემდეგ რაც ლილოს ნაგავსაყრელზე გაზშემკრები ნაგებობა მოეწყობა, არსებობს რესურსი რომ 15-20 წლის განმავლობაში ადგილზე ელექტროენერგიის გამომუშავება მოხდეს.

"თბილსერვის ჯგუფის" დირექტორის, რომეო მიქაუტაძის განმარტებით, ლილოს ნაგავსაყრელზე არსებული რესურსის გათვალისწინებით, 5 მეგავატი სიმძლავრის ელექტროენერგიის გამომუშავების შესაძლებლობა არსებობს, რომელიც გამომუშავების შემდეგ სისტემაში გაეშვება.

“ის ნედლი ციფრები, რაც დღეს გვაქვს, გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ პირველი და მეორე უჯრედის გაზის შეკრების დროს იქნება იმ მოცულობის გაზი, რომელიც ეყოფა დაახლოებით 5 მეგავატი სიმძლავრის ელექტროენერგიის გამომუშავებას. საუბარი არის 15-20 წელიწადზე, რა პერიოდშიც იქნება გამოყენებული აღნიშნული ელექტროენერგია. გამომუშავებული ელექტროენერგია იქნება სისტემაში ინტეგრირებული. შესაბამისად, სისტემის მოთხოვნები როგორიც იქნება, ისე განაწილდება აღნიშნული სიმძლავრეც", - აცხადებს "თბილსერვის ჯგუფის" ხელმძღვანელი, რომეო მიქაუტაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები