მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, არგენტინის ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში პუერტო-რიკო გაანადგურა. „ალბისელესტეს“ კაპიტანმა, ლიონელ მესიმ კი მორიგი რეკორდი დაამყარა. კერძოდ ლეომ ორი საგოლე გადაცემა მიითვალა, რითაც მას სანაკრებო დონეზე 60 ასისტი დაუგროვდა, არგენტინელმა ამ მაჩვენებლით თავის მეგობარსა და ყოფილ თანაგუნდელს, ნეიმარს გაუსწრო (59), 58 საგოლე გადაცემა კი მესამე ადგილზე ამერიკელი ლენდონ დონოვანია.
სანაკრებო დონეზე მოქმედ ფეხბურთელებს შორის საუკეთესო ათეულში არიან დე ბრუინი (53) და კრიშტიანუ რონალდუ (37). გარდა ამისა, „ოქროს ბურთის“ 8-გზის გამარჯვებულს კარიერაში 400 ასისტამდე მხოლოდ 2 საგოლე პასი აკლია. ამ მაჩვენებლით პირველ ადგილზე ფერენც პუშკაშია, რომელმაც კარიერაში 404 საგოლე პასი აქვს გაკეთებული.
თავის მხრივ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პორტუგალიამ უნგრეთს უმასპინძლა და ფრედ 2:2 ითამაშა. პორტუგალიელების მხრიდან დუბლი შეასრულა კრიშტიანუ რონალდუმ, რომელიც მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა. მის ანგარიშზე მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევზე უკვე 41 გატანილი გოლია და ორით გაასწრო გვატემალელ კარლოს რუისს. მესამე ადგილს კი ზემოთ ხსენებული ლეო მესი იკავებს, რომელმაც აღნიშნულ ტურნირზე თავი 36 გოლით გამოიჩინა.




























