მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა რეჟიმით იმუშავებენ დღეს შემოსავლების სამსახური და შსს-ს მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრები?

RS

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 29 აგვისტო უქმე დღედაა გამოცხადებული.

ამის მიუხედავად, დღეს, მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეული ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს.

რაც შეეხება შემოსავლების სამსახურს, დღეს, არ იმუშავებენ გაფორმების ეკონომიკური ზონები (გარდა გაფორმების ეკონომიკური ზონების საქონლის გაფორმების და ლოგისტიკის სამმართველოებისა და გაფორმების ეკონომიკური ზონა აეროპორტის“ საფოსტო გზავნილების საბაჟო კონტროლის სამმართველოს მორიგე თანამშრომლებისა, ასევე გაფორმების ეკონომიკურ ზონა ფოთში“ აღრიცხვის მოწმობის გაცემა-დახურვასთან დაკავშირებით საბაჟო ფორმალობების განხორციელებისა) და გაფორმების განყოფილებები.

დღეს, 29 აგვისტოს არ განხორციელდება საბაჟო დეკლარაციის/რეექსპორტის დეკლარაციის/დროებით შენახვის დეკლარაციის შევსების მომსახურების გაწევა.

ასევე, საქართველოს მასშტაბით არ იმუშავებენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრები.

ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ საბაჟო გამშვები პუნქტები, სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს სასაზღვრო ინსპექციის განყოფილებები და საბაჟო ტრანზიტის სამმართველო სატელეფონო კომუნიკაციის, ჩათის და სხვა დისტანციური არხების მეშვეობით დაინტერესებული პირისათვის საბაჟო პროცედურასთან დაკავშირებულ საბაჟო ფორმალობაზე ინფორმაციის მიწოდებისას/მის გამოყენებაზე კონსულტაციის გაწევისას/საბაჟო პროცედურასთან დაკავშირებულ პროცედურულ საკითხებზე და მიმდინარე პროცესებზე ინფორმირებისას, საბაჟო დეკლარაციისათვის შეფასების ნომრისა და შტრიხკოდის მინიჭებით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში წინასწარ დეკლარირებული საქონლის გაშვებისას“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძის დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები