მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა რისკები არსებობს საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის? - მოსაზრება

ანალიტიკა

მსოფლიო ბანკის პროგნოზის თანახმად, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკა 4,8%-ით გაიზრდება. ამის მიუხედავად, ფინანსური ინსტიტუტი ვარაუდობს, რომ გლობალური ეკონომიკის ზრდა წელს 2.4%-მდე შენელდება და წლის ბოლომდე ეკონომიკურ ანტირეკორდსაც უნდა ველოდოთ.

ამასთანავე, მსოფლიო ბანკის პროგნოზით, მიმდინარე წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი რეგიონის ქვეყნებისას მცირედით აღემატება - ასეთ ვითარებაში, რა რისკები უნდა გაითვალისწინოს სახელმწიფომ, ამ საკითხზე “ანალიტიკას” ეთერში რუსლან ხოროშვილი და პაატა შურღაია საუბრობენ.

“რეგიონში რაღაც მიმართულებით წინ ვართ, თუმცა ბევრი მიმართულებით არა: ჩვენზე მდიდარი ქვეყანა უფრო მეტია რეგიონში, ვიდრე - ჩვენზე ღარიბი. პლუსები გვაქვს, მაგრამ რაღაცებზე სამუშაო ჯერ კიდევ დაგვრჩა. რთულია განსაზღვრო, რა მოხდება მომავალში და რა უნდა გაკეთდეს, თუმცა ფუნდამენტური რაღაცები, რაც ნამდვილად ვიცით, რომ უნდა გაკეთდეს - ფისკალური პოლიტიკა, ეროვნული ბანკი, გახსნილობა სახელმწიფო სექტორისგან. ყველამ იცის, რა არის სახელმწიფო მართვაში კარგი და ამ ფუნდამენტურ საკითხებზე კონცენტრირებაა საჭირო და თვითონ ქვეყანა და ეკონომიკა რომ იყოს მდგრადი. ისე რა მოხდება, ამის ზუსტად გათვლა და სიფრთხილის გამოჩენა ძალიან რთულია, მით უმეტეს მიმდინარე გეოპოლიტიკურ ფონზე”, - ამბობს რუსლან ხოროშვილი.

პაატა შურღაიას თქმით, ამჟამად საქართველოსთვის გარე ფაქტორები ერთ-ერთი მთავარი რისკია, რაც მსხვილი საერთაშორისო ინვესტორების მოზიდვასაც ართულებს.

“შეიძლება იყოს გარე რისკფაქტორები, როგორებიცაა მაგალითად ომი. რუსეთ-უკრაინის ომი არ მთავრდება, ომი გვაქვს ახლო აღმოსავლეთშიც და იქ რა მოხდება არავინ იცის. უამრავი ამერიკული პროგრამაა საქართველოში და პატარა ინვესტიციების შემთხვევაში შეიძლება ამ რისკფაქტორებმა არ იმოქმედოს, თუმცა მსხვილი ინვესტორებისთვის გარკვეული ტიპის მოლოდინები შეიძლება იყოს, რადგან დიდი ინვესტორი შემოდის იმ პირობების შესრულების იმედით, რომელსაც მთავრობა მას ჰპირდება, სხვანაირად მზა გარემო არ გვაქვს, რომ ინვესტორი შემოვიდეს. მაგალითად, განახლებადი ენერგიების კუთხით, უამრავი რეფორმაა გასატარებელი, უამრავი მოთამაშეა დაინტერესებული ქვეყანაში შემოსვლით, თუმცა კანონმდებლობა საჭიროებს დალაგებას და ჩვენს მეზობლად ამ საკითხში ბევრად უფრო დალაგებულები არიან”, - ამბობს პაატა შურღაია.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ, რისკების მიუხედავად, წელს საქართველოს აქვს რეალური უპირატესობები, ეკონომიკური მდგომარეობა მაქსიმალურად გაიუმჯობესოს და ეს შესაძლებლობა მაქსიმალურად უნდა იყოს ათვისებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები