მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა რისკებს აჩენს პროდუქტის იმპორტის წინასწარი შეტყობინებების შემოწმების ნაკლოვანებები ბაზარზე?

აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული სამომხმარებლო, ინდუსტრიული და სამშენებლო პროდუქტების უვნებლობის უზრუნველსაყოფად სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2021-2022 წლებში მონაცემთა ბაზების მართვის სისტემაში ინტეგრირებულ რისკის პროფილთან თანხვედრილი პროდუქტი 17 შემთხვევაში საქართველოს ბაზარზე დაიშვა ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს შემოწმების გარეშე.

ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ იმპორტის წინასწარი შეტყობინებების შემოწმების ნაკლოვანებები იმპორტის წინასწარი შეტყობინებების პრაქტიკასთან დაკავშირებით აღსანიშნავია ევროკომისიის მიერ 2023 წლის 1 თებერვალს გამოქვეყნებული სამუშაო დოკუმენტი, სადაც ხაზგასმულია, რომ საქართველოს იმპორტის წინასწარი შეტყობინების სისტემა არ შეესაბამება ევრორეგულაციებს.

„2021-2022 წლებში გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც სარისკოდ მიჩნეული იმპორტის წინასწარი შეტყობინებები სისტემამ ავტომატურად დაადასტურა 3 სამუშაო დღის გასვლის შემდგომ. შესაბამისად, მონაცემთა ბაზების მართვის სისტემაში ინტეგრირებულ რისკის პროფილთან თანხვდენილი პროდუქტი 17 შემთხვევაში საქართველოს ბაზარზე დაიშვა სააგენტოს შემოწმების გარეშე“, - ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.

ანგარიშის ავტორები განმარტავენ, რომ მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ ავტომატური დადასტურებების პროცენტული წილი მთლიან შეტყობინებათა რაოდენობაში მაღალი არ არის, რჩება რისკი, რომ მოხდება ერთჯერადად დიდი რაოდენობის შეუსაბამო პროდუქტის შემოტანა საქართველოს ბაზარზე.

„შესაბამისად, ბაზრის ზედამხედველობის სააგენტოში არსებული კონტროლის მექანიზმები არასათანადოა იმ თვალსაზრისით, რომ უზრუნველყოფილი იყოს სარისკო პროდუქტის შესახებ თითოეული იმპორტის წინასწარი შეტყობინების შემოწმება და დროული გადაწყვეტილების მიღება“, - ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოქვეყნებულ სამომხმარებლო, ინდუსტრიული და სამშენებლო პროდუქტების უვნებლობის უზრუნველსაყოფად სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების აუდიტის ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები