თეთრი კვადრატის და BK Holding-ის მმართველი პარტნიორის ირაკლი ბურდილაძის შეფასებით, ევროკავშირში ინტეგრაცია უძრავ ქონებაზე მოთხოვნას მნიშვნელოვნად ზრდის, თუმცა ქართულ ბაზარზე დღეს მომხმარებლები ბინებს ამ დაშვებით არ ყიდულობენ.
„ზოგადად ევროკავშირში ინტეგრაცია საკმაოდ სერიოზული ძალაა, რომელიც ამოძრავებს მოთხოვნას უძრავ ქონებაზე. პოტენციურად მომავალში შეიძლება იმდენად გაიზარდოს ეს ფასი, რომ სერიოზული ამონაგები ნახოს ინვესტორმა, მაგრამ ეს არის გრძელვადიან პერსპექტივაზე საუბარი. ასეთი პერსპექტივით დეველოპერულ პროექტებში ბინებს არავინ ყიდულობს. დეველოპერულ პროექტებში დღეს ბინებს ყიდულობენ იმის გამო, რომ იაფად შეიძენენ დასაწყისში, დასრულებისკენ გადაყიდიან, რითაც წლიურად დაახლოებით 20%-იანი ამონაგების მიღების შესაძლებლობა აქვთ.
უცხოელების წილი ჯამურ გაყიდვებში გაზრდილია. იგივე Galt & Taggart-ის კვლევით, თუ 2023 წელს ჯამში 17% იყო გაყიდვების მოცულობა უცხოელებზე, 2024-ში მათზე 24% მოდის.“ - აღნიშნა „საქმიანი დილის“ ეთერში ირაკლი ბურდილაძემ.