მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა საჭიროებების წინაშე დგანან მიკროსაფინანსო ორგანიზაციები - ასოციაცია

5f4e4d3586f11
ვიქტორია მღებრიშვილი
02.09.20 10:05
826
"მისოების ძირითადი პრობლემა არის ლარის რესურსზე ხელმისაწვდომობა რეალურ ფასში", - ამის შესახებ BM.GE-ის მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის თავმჯდომარე ბესიკ შენგელიამ განუცხადა.

მისი თქმით, პანდემიის პირობებში ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს კონკურენტულს გახდის.

„ამ მდგომარეობის გათვლისწინებით მისოების ძირითადი პრობლემა არის ლარის რესურსზე ხელმისაწვდომობა რეალურ ფასში, რათა კონკურენტულები ვიყოთ და ჩვენს მომხმარებლებს ადეკვატური მომსახურება გავუწიოთ“, - განაცხადა ბესიკ შენგელიამ და დასძინა, რომ ეროვნულმა ბანკმა  რამდენიმე ინსტრუმენტი გამოყო: "ლიკვიდურობაზე იყო საუბარი, პროცენტის დაგირავებაზე, იქ ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად "აწარმოე საქართველოს" პროგრამით მიმდინარეობს პროექტზე მუშაობა პორტფელის რისკის დაზღვევაზე და ბევრი საკითხია, რომელზე მუშაობასაც დიდი დრო ესაჭიროება“.

მისოების ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ არსებობს კიდევ ტექნიკური საკითხები, რომელზე მუშაობაც მიმდინარეობს.

„არის ცალკეული ტექნიკური საკითხები, რომელიც მოგვარებას საჭიროებს, ძალიან რთული პროცესია და საერთაშორისო ინსტრუქციებით რეგულირდება. ეროვნული ბანკი მაქსიმალურ სიფრთხილეს და ყურადღებას იჩენს ამ კუთხით. შესაბამისად, გასაანალიზებელია, რა მიმართულებით არის შერბილებები საჭირო, რომ ჯამში, ერთის მხრივ საერთაშორისო მოთხოვნებს პასუხობდეს რეგულცია და მეორე მხრივ, ზედმეტი წნეხი არ იყოს ორგანიზაციებისთვის“, - განმარტა ბესიკ შენგელიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები