მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა საჭიროების წინაშე დგას ტურისტული ტრანსპორტი დედაქალაქში

5ef4ae8d0ba35
ვიქტორია მღებრიშვილი
25.06.20 20:30
1852
ტურისტული კომპანია World Sightseeing Tbilisi-ს დამფუძნებელი, რომელიც ტურებს როგორც დედაქალაქში ორსართულიანი ავტობუსებით, ასევე მიკროავტობუსებით რეგიონებშიც ახორციელებს, სექტორში არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე საუბრობს.

გერმანე ჭელიძემ BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა, რომ კონკრეტულად მისი კომპანიისთვის ყველაზე დიდ პრობლემას დედაქალაქში ტურისტული ტრანსპორტისთვის გაჩერებების არარსებობა წარმოადგენს.

„ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა ქალაქის მასშტაბის არის ტურისტული გაჩერებების არ არსებობა. ყველა ევროპულ ქალაქში გამოყოფილია ადგილები, სადაც ტურისტულ ავოტობუსებს შეუძლიათ გაჩერება. ჩვენს შემთხვევაში ეს ასე არ არის. ჩვენ წლების განმავლობაში ვერცერთი მერის დროს ვერ მივაღწიეთ, რომ დედაქალაქის მასშტაბით მოეწყოს ტურისტული გაჩერებები, სადაც მსურველებს ეცოდინებათ რომ კონკრეტულ დროს კონკრეტულ ადგილზე მოვა ტურისტული ავტობუსი და ისინი შეძლებენ ამ სერვისით სარგებლობას. მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებებზე გაჩერების შემთხვევაში ვჯარიმდებით საპატრულო პოლიციის მიერ, ხოლო ჩვენი ადგილები გამოყოფილი არ გვაქვს“, - ამბობს WST-ს დამფუძნებელი.

კომპანიის ხელმძღვანელი პანდემიიდან გამომდინარე შექმნილ პრობლებებზეც ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ სექტორისთვის საშემოსავლო გადასახადის ნოემბრამდე გადავადება დღეისთვის უკვე არარელევანტურია.

„რაც შეეხება გლობალურ პრობლემას, სახელმწიფომ ჩვენ საშემოსავლო გადასახადი ნოემბრამდე გადაგვივადა, რაც ვფიქრობ ამ პერიოდისთვის უკვე არალერევანტურია. შესაძლოა ეს გადაწყვეტილება როდესაც მიიღეს, მისაღები იყო ჩვენთვისაც, მაგრამ დღეს ჩვენ არ ვმუშაობთ, შემოსავლები არ გვაქვს და როდემდე გაგრძელდება ეს მდგომარეობა ჯერ არ ვიცით, ამიტომ ვფიქრობ რომ უნდა მოხდეს ამ გადაწყვეტილების გადახედვა და საშემოსავლო გადასახადის კიდევ გადავადება“, - აცხადებს გერმანე ჭელიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები