მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა საფრთხეს შეიცავს "ოქროს ვიზები" და რომელ ქვეყნებში მოქმედებს ის?

645f354718abd
თინათინ ნატმელაძე
13.05.23 21:15
3354
ევროკავშირი თავის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, რომ შეწყვიტონ ქვეყნის მოქალაქეობის ინვესტორებისთვის მიყიდვა, საკმაოდ ბევრმა ქვეყანამ ე.წ. "ოქროს ვიზების" სქემის გამკაცრება ან საერთოდაც გაუქმება დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი აქვეყნებს.

საქმე ის არის, რომ "ოქროს ვიზები" მდიდარ ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას, რომ ფაქტობრივად იყიდონ ამა თუ იმ ქვეყნის მოქალაქეობა. ეს ხდება კონკრეტულ ქვეყანაში სახლის ყიდვით, რაიმე საქმიანობაში თანხის ინვესტირებით ან დონაციით. ამ დროს რამდენიმე მთავარი მოთხოვნა არსებობს - აპლიკანტი უნდა იყოს 18 წლის, ჰქონდეს სუფთა კრიმინალური ჩანაწერი და საკმარისი სახსრები ინვესტირებისთვის.

ბოლო პერიოდში "ოქროს ვიზები" ეტაპობრივად მთელს ევროპაში უქმდება. 

2022 წლის თებერვალში "ოქროს ვიზის" სქემა გააუქმა გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ და ეს გადაწყვეტილება იყო რუსეთიდან ე.წ. ბინძური ფულის მიღების შემცირების ნაწილი.

ირლანდიის მთავრობამ კი ეს სქემა 2023 წლის თებერვალში გააუქმა.

განსხვავებული მდგომარეობაა მადეირას ავტონომიურ რესპუბლიკაში. მარტში რპრეზიდენტმა მიგელ ალბუკერკემ განაცხადა, რომ არქიპელაგზე ოქროს ვიზების დასრულებაზე უარს ამბობდა. მისი თქმით, პროგრამის შედეგად მადეირაში ბევრი მაღალშემოსავლიანი უცხოელი მიდის, რაც რეგიონის ეკონომიკაზე კარგად მოქმედებს.

ევროკავშირში მხოლოდ რამდენიმე ადგილია დარჩენილი, სადაც "ოქროს ვიზა" ჯერ კიდევ მოქმედებს. ერთ-ერთი ასეთი ქვეყანაა მალტა. აქ მინიმალური ინვესტიცია 690,000 ევროდან იწყება და აპლიკანტებს 12-დან 36 თვემდე მოქალაქეობას სთავაზობენ.

იტალიაში სქემა 2017 წლიდან ფუნქციონირებს. მინიმალური ინვესტიცია აქაც 500 000 ევროა და მას შემდეგ, რაც სქემით მოსარგებლეები იტალიაში 10 წლის განმავლობაში იცხოვრებენ, მოქალაქეობის მიღებაც შეუძლიათ.

ესპანეთმა აღნიშნული საინვესტიციო სქემა 2013 წელს დაიწყო და მისი შემოღების შემდეგ ქვეყანაში 5000 ნებართვაა გაცემული, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მათ ოჯახებს ბინადრობის, მუშაობისა და სწავლის უფლებას აძლევთ, აქ კი ოქროს ვიზის მოსაპოვებლად 500 000 ევროს უძრავ ქონებაში ინვესტირებაა საჭირო. თუმცა, ზოგიერთი პოლიტიკოსი ქვეყანას ამ სქემის დასრულებისკენ მოუწოდებს, რადგან მათი აზრით, ეს გავლენას ახდენს სახლის ფასებზე და არც ეკონომიკისთვისაა მომგებიანი. ამ ეტაპზე ოფიციალური მონაცემებით, პროგრამა გაუქმებული არ არის, თუმცა ადგილობრივი მედიის ცნობით, ხელისუფლება პირობების გამკაცრებას იწყებს.

საბერძნეთში კი, სადაც ოქროს ვიზების მიღება ყველაზე სწრაფი პროცედურებითაა შესაძლებელი და უცხოელებს შეუძლიათ ნებართვა განაცხადის გაკეთებიდან 60 დღის განმავლობაში მიიღონ. ადრე აქ ინვესტიციის ყველაზე დაბალი ზღვარი, 250 000 ევრო მოქმედებდა, თუმცა სექტემბერში ხელისუფულებამ ეს თანხა 500 000 ევრომდე გაზარდა. 2021 წლის ბოლოსთვის ქვეყანამ საინვესტიციო სქემებით 9500 განაცხადი მიიღო, რაც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ბოლო ქვეყანა, რომელმაც "ოქროს ვიზის" გაუქმება განიხილა, 2023 წლის თებერვალში იყო პორტუგალია. პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა ანტონიო კოსტამ გამოაცხადა, რომ გეგმავს დაასრულოს ეს პროგრამა, რომელმაც უძრავი ქონების ბაზარზე ფასების სპეკულაცია გამოიწვია. ახლა კი ესპანეთი ცდილობს, რომ ამ გზას გაყვეს და ქვეყანაში ამ სქემის გამკაცრება დაიწყოს.

ქვეყნები, რომლებიც ჯერ კიდევ ამოქმედებენ "ოქროს ვიზების" სქემას, თვლიან, რომ ამ შესაძლებლობით თავიანთ ეკონომიკას ზრდიან, თუმცა ამავდროულად ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობის აზრით, ეს საკმაოდ სახიფათო პროგრამაა.

როგორც საერთაშორისო მედია იუწყება, პირველ რიგში, უკრაინაში მიმდინარე ომის შემდეგ, გაჩნდა საფრთხე, რომ ეს სქემა საკმაოდ ბევრი რისკს შეიცავდა და ბრიუსელმა მოუწოდა ქვეყნებს, რომ გადაემოწმებინათ, ომის გამო სანქცირებული პირები ხომ არ ფლობდნენ ევროკავშირის ქვეყნების "ოქროს ვიზებს".

2022 წლის ოქტომებრში ევროკომისიამ ალბანეთს მოუწოდა, რომ თავი შეეკავებინია ინვესტორებისთვის მოქალაქეობის მიცემის სქემის გამოყენებისგან, რადგან ეს სქემა თავის შინაარსით, შესაძლოა ფულის გათეთრებას, გადასახადებისგან თავის არიდებას, ტერორისტების დაფინანსებას, კორუფციასა და ორგანიზებული დანაშაულის ქვეყანაში შეღწევას გულისხმობდეს, რაც, ცხადია, რომ ევროკავშირის ნორმებთან შეუთავსებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები