მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა საკითხებს განიხილავენ რუსულ-უკრაინული დელეგაციები სტამბოლში მიმდინარე შეხვედრაზე?

6242e42720fd3
ვიქტორია მღებრიშვილი
29.03.22 14:56
681
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლისა და უკრაინული დელეგაციის წარმომადგენლის მიხეილ პოდოლიაკის განცხადებით, სტამბოლში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ინტენსიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ მან შეხვედრის მსვლელობისას გამართულ შუალედურ ბრიფინგზე განაცხადა.

„ახლა აქტიური კონსულტაციები რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე მიმდინარეობს. უკრაინისთვის უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიების საკითხია საკვანძო და სწორედ ამ შეთანხმებით ჩვენ ომის დასრულებას შევძლებთ ისე, როგორც ეს უკრაინას სჭირდება“, - განაცხადა პოდოლიაკმა.

მისი ინფორმაციით, საკითხების მეორე ბლოკი, რაზეც მხარეები მსჯელობენ ცეცხლის შეწყვეტაა, რათა ჰუმანიტარული პრობლემების გადაწყვეტის შესაძლებლობა გაჩნდეს.

„დღეს კიდევ ერთი პრობლემა გვაქვს, რომელიც კიდევ უფრო იზრდება. ეს ომის, შუღლის, წეს-ჩვეულებების და ომის წარმოების წესების ესკალაციაა არა მხოლოდ საბრძოლო მოედნებზე. ხშირად პირდაპირ ეთერებში გვესმის ამა თუ იმ ერის განადგურების მოწოდებები, რასაც კონფლიქტამდე და ვიდეორგოლებამდე მივყავართ თუ როგორ ირღვევა ჟენევის კონვენცია სამხედრო ტყვეებთან მიმართებით“, - განაცხადა უკრაინის დელეგაციის წარმომადგენელმა.

შუალედურ ბრიფინგზე კომენტარი რუსეთის დელეგაციის წარმომადგენელმა ვლადიმერ მედინსკიმაც გააკეთა და განაცხადა, რომ მხარეები თავის განაცხადებს წარმოადგენენ.

„დღეს უკრაინულ მხარესთან 09:30 საათზე დაწყებული კონსულტაციები გრძელდება. ვიმედოვნებ, რომ რამდენიმე საათში შეხევდრის შედეგების შესახებ განცხადებებს გავაკეთებთ. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ჩვენ გამოვხატეთ პროტესტი სამხედრო ტყვეებზე დამცინავი ვიდეოების გავრცელების შესახებ. ეს პროტესტი უკრაინულმა მხარემ მიიღო და შეგვპირდნენ რომ ყველაზე ძლიერ ზომებს მიიღებენ. ჩვენ გაგვიგეს. წინაწარ არაფრის თქმა მინდა. 1-2 ან შესაძლოა 3 საათის შემდეგ ჩვენ მზად ვიქნებით, რომ რამე გითხრათ“, - უთხრა ჟურნალისტებს მედინსკიმ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები