მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა საქონელი გააქვს საქართველოს რუსეთში?

64b7d9289a893
შოთა ტყეშელაშვილი
19.07.23 17:41
2233
2023 წლის 6 თვეში საქართველოდან უცხოეთში $3 მილიარდის ღირებულების საქონლის ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წელთან შედარებით 19%-ით მეტია. ექსპორტის 10%-ზე მეტი მოდის რუსეთის ფედერაციაზე, სადაც საქართველომ წელს $344 მილიონი დოლარის საქონელი გავიდა. ამ მაჩვენებლით რუსეთმა საექსპორტო ქვეყნების სიაში სომხეთისა და აზერბაიჯანის შემდეგ მესამე ადგილი დაიკავა.

რუსულ ბაზარზე საქართველოს ექსპორტი წელს 34%-ით არის გაზრდილი. საექსპორტო საქონელს შორის კი წამყვან პოზიციას ღვინოები იკავებს. სულ 2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან რუსეთში 82 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წელთან შედარებით 41%-ით მეტია. ასევე ექსპორტში წამყვან ადგილებს იკავებს ავტომობილები, წელს რუსეთში სულ 53 მილიონი დოლარის ღირებულების 3,786 მანქანა გავიდა, ექსპორტის მატება კი 274%-ია.

საქართველოს მთავარი საექსპორტო საქონელი რუსეთში (2023 წლის 6 თვეში):

1) ღვინოები - 81.8 მილიონი დოლარი, ზრდა 41%;
2) მსუბუქი ავტომობილები - 53 მილიონი დოლარი, ზრდა 274%;
3) ფეროშენადნობები - 45.3 მილიონი დოლარი, კლება 47%;
4) გაზიანი სასმელები შაქრიანი და ლიმონათები - 33.2 მილიონი დოლარი, მატება 168%;
5) მინერალური და მტკნარი წყლები - 32.7 მილიონი დოლარი, მატება 76%.

რაც შეეხება იმპორტს, საქართველომ წელს რუსეთიდან 927 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინა, რაც წლიურად 31%-ით არის გაზრდილი. რუსეთიდან საქართველოს მთავარი საიმპორტო საქონელია ნავთობი, საქართველომ წელს 321 მილიონის ღირებულების რუსული საწვავი შეიძინა, რაც წინა წელთან შედარებით 74%-ით გაიზარდა. მეორე პოზიციას იკავებს ბუნებრივი აირი, წელს ქვეყანაში სულ 86 მილიონი დოლარის ღირებულების რუსული გაზი შემოვიდა, რაც წლიურად 115%-ით არის გაზრდილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები