მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა სჭირდება ეკონომიკის გაციფრულებას? - პაპუნა ლეჟავას განმარტება

639c6fba738e3
გიორგი არონია
16.12.22 17:32
930

„მნიშვნელოვანია, მეტად დაჩქარდეს გაციფრულების პროცესი, რისთვისაც, პირველ რიგში, საჭიროა ერთიანი სტრატეგიული ხედვის შემუშავება და ამ ხედვის იმპლემენტაციაზე პასუხისმგებელი კონკრეტული უწყებების გამოყოფა, რათა დოკუმენტის პრაქტიკაში გარდაიქმნას“, - ასე აფასებს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, პაპუნა ლეჟავა იმ ქმედით ნაბიჯებს, რომლებიც ქართული ეკონომიკის გაციფრულების მიმართულებით უნდა გადაიდგას. მისივე თქმით, გაციფრულების მიმართულებით, მოკლე ვადაში, საქართველოს ქმედითი შედეგების მიღწევის პოტენციალი აქვს.

„ვფიქრობთ, რომ ეკონომიკის გაციფრულება ქვეყნისთვის საკმაოდ პრიორიტეტულია. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის გაციფრულების კუთხით, რეგიონში არაერთი ქვეყანა მუშაობს, ჩვენი აზრით, საქართველოს მოკლე ვადებში ქმედითი შედეგების მიღწევის პოტენციალი აქვს - კონკრეტულ სექტორს არ გამოვყოფ, რადგან ჯამურად, ასეთი შესაძლებლობა ყველა სექტორში არსებობს. ჩვენ, სახელმწიფო უწყებებმა, საჯარო სერვისების გაციფრულების მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ. ეროვნული ბანკი, როგორც საფინანსო სექტორის ზედამხედველი, ფინტექის განვითარების კუთხით არაერთ პროექტს ახორციელებს - ამ მიმართულებით გარკვეული შედეგებიც გვაქვს, მაგრამ მისაღწევი ჯერ კიდევ ბევრია“, - განაცხადა პაპუნა ლეჟავამ BMG TV-სთან საუბრისას.

ცხადია, პაპუნა ლეჟავას ვკითხეთ ეკონომიკის გაციფრულებაში ეროვნული ბანკის როლსა და ჩართულობაზეც, რომელიც, მარეგულირებლის შეფასებით, ფინანსური სექტორით განისაზღვრება. "ეროვნული ბანკის როლი, ალბათ, ფინანსური სექტორის კუთხით შემოიფარგლება. ფინტექის განვითარების კუთხით არაერთ პროექტს ვახორციელებთ: ღია ბანკინგი, ციფრული ლარი, ინოვაციების ოფისი. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტების კოორდინაცია მოხდეს კარგად, მათ შორის სხვა უწყებებთან ერთად - ამ კუთხით, ეროვნული ბანკი თავის წვლილს შეიტანს", - განაცხადა ლეჟავამ.

ცნობისთვის: საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა სამოქმედო გეგმის შესაბამისად, საქართველოში ციფრული ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებული ვითარების და არსებული გამოწვევების შესწავლის მიზნით თემატური მოკვლევა დაიწყო.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები