მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსებისთვის ანგარიშების გახსნა არაა შეზღუდული, თუმცა დიდი ეკონომიკური კავშირი რისკ-ფაქტორია - ლეჟავა

6448d593619f7
შოთა ტყეშელაშვილი
26.04.23 11:56
734
სტატიაში საუბარია:
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ განაცხადა, რომ საქართველო-რუსეთს შორის დიდი ეკონომიკური კავშირები რისკ-ფაქტორს წარმოადგენს. მისი თქმით, ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკები ტრანზაქციებისთვის არაერთხელ დააჯარიმა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამ ბანკებმა სანქციები დაარღვიეს, არამედ სებ-ის ჯარიმები დაკისრებული იყო სანქციების რისკ-ფაქტორებიდან გამომდინარე. მაგალითად, კონკრეტულ შემთხვევებში არ იყო წარდგენილი სათანადო ინფორმაცია ტრანზაქციების დანიშნულებებთან დაკავშირებით, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აღნიშნული ტრანზაქციები აუცილებლად სანქციების დარღვევას წარმოადგენდა.

“სებ-მა არაერთი ღონისძიება განახორციელებინა, რათა შეემცირებინა სანქციების გვერდის ავლის შემთხვევები. მათ შორის ეროვნულ ბანკში შეიქმნა სპეციალური ქვედანაყოფი, რომელიც სრულად სანქციების დაცვაზე არის ორიენტირებული და ვაკვირდებით ამ პროცესებს. არის შემთხვევები, როდესაც ვხედავთ გარკვეულ რისკებს და ვიღებთ გარკვეულ ზომებს, რათა სანქციების მოთხოვნები დავიცვათ. პრევენციული ხასიათის მიდგომა გვაქვს, რათა ეს რისკები არ მატერიალიზდეს. ჯარიმები რათქმა უნდა არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სანქციები ირღვევა. ჯარიმები იწერება მაგალითად გარკვეული დოკუმენტების არარსებობის შემთხვევაში, ან ხარვეზებზე და ასე შემდეგ.

საეჭვო ტრანზაქციები საბანკო სისტემაში ფიქსირდება, როგორც ფულის გათეთრების, ასევე სანქციების მიმართულებით, ეს ჩვეულებრივი პროცესია და ეს საეჭვო ტრანზაქციები შემდეგ რეპორტდება სხვადასხვა უწყებაში, იქნება ეს ფინანსური მონიტორინგის სამსახური, ფინანსური პოლიცია თუ სხვა უწყება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სანქცია დაირღვა, ეს ნიშნავს, რომ ბანკებმა კონკრეტული ტრანზაქცია მიიჩნიეს საეჭვოდ. მათ შორის ანგარიშების დახურვის შემთხვევებიც რა თქმა უნდა არის.

რუსეთის მოქალაქეებისთვის არ არის შეზღუდული საბანკო ანგარიშების გახსნა და დიდი სავაჭრო ეკონომიკური კავშირები, რაც რა თქმა უნდა წარმოადგენს რისკ ფაქტორს,”- განაცხადა პაპუნა ლეჟავამ.

2023 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით საქართველოში ფულადი გზავნილების მთავარი წყარო რუსეთის ფედერაციაა, საიდანაც გზავნილები 700%-ით არის გაზრდილი. რუსეთი თურქეთის შემდეგ საქართველოს მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები