მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა სჭირდებათ ქართველ მეღვინეებს იტალიაში თავის დასამკვიდრებლად? - ელჩის რჩევა

6378d6a77ad49
ინგა მურუსიძე
19.11.22 23:11
567
საქართველოში იტალიის ელჩი ენრიკო ვალვო აცხადებს, რომ ქართველმა მეღვინეებმა იტალიაში ადგილის დამკვიდრებისთვის ტრადიციული ქვევრის ღვინის განვითარებაზე უნდა იზრუნონ. ამის შესახებ ელჩმა bm.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„იტალიაში მაღალი ხარისხის ღვინოს ვაწარმოებთ - ასეა საქართველოშიც. იტალიურ ბაზარზე ადგილის დასამკვიდრებლად, ქართველმა მწარმოებლებმა უნდა იფიქრონ იმაზე, რაც ჩვენთან დეფიციტურია. ცხადია, ვგულისხმობ ტრადიციულ ქვევრის ღვინოს. სხვა ტიპის ღვინოს მიმართულებით, კონკურენციის გაწევა ძალიან რთულია“, - განაცხადა ელჩმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები