მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა სერვისებს სთავაზობს Playmakers-ი მომხმარებლებს?

Playmakers

კრეატიული სააგენტო Playmakers-ი ქართულ ბაზარზე ერთი წლის წინ გამოჩნდა და ამ დროში, მომხმარებელთა მრავალფეროვანი პორტფელის შექმნა შეძლო, რომელშიც ვხვდებით, როგორც დიდ, ასევე შედარებით მცირე ზომის კომპანიებს. როგორც Playmakers-ის მმართველმა პარტნიორმა, ნუკა შევარდნაძემ TECH INFORM-ში განაცხადა, Playmakers-ი მომხმარებელს მრავალმხრივ მომსახურებას სთავაზობს, რომელიც მოიცავს, როგორც ბრენდის სტრატეგიის განსაზღვრას, ასევე ვიზუალური ბრენდინგის და კრეატიული კონცეფციების შემუშავებას და ღონისძიებების მართვას.

“პირველი, რასაც ყველაზე დიდ ყურადღებას ვაქცევთ - კლიენტთან პირველი შეხვედრაა, რადგან ქიმია სწორედ იქ უნდა შედგეს. ის, რასაც მომხმარებელს ვთავაზობთ, იქნება ეს საკომუნიკაციო სტრატეგიის თუ რიგითი მარკეტინგული კამპანიის კონცეფციის შემუშავება, საბოლოო ჯამში, ამ ადამიანების აღსასრულებელია, ასე რომ მნიშვნელოვანია ერთმანეთის გვჯეროდეს.

თუ პროცესს ნულიდან მივყვებით, ბრენდის სტრატეგიის შემუშავებით ვიწყებთ და როცა გავიგებთ, ვის ვქმნით, მის შეფუთვას და გადმოცემას მივყვებით”, - განაცხადა ნუკა შევარდნაძემ TECH INFORM-ში.

კრეატიული სააგენტოს მმართველმა პარტნიორმა კომპანიის სახელწოდებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სიტყვა “Playmakers”, გარკვეულწილად, გუნდურ პრინციპებზე დაყრდნობით მომხმარებლის მთავარ მიზნამდე მიყვანას გულისხმობს.

“რაღაც კუთხით, Playmakers-ი იმიტომ გვქვია, რომ კომპანიას ვეხმარებით, გუნდის ნაწილი ვხვდებით და მიზნად ვისახავთ, რომ მათი ძლიერი მხარეების გამოყენებით და ჩვენი შემოქმედებითი მიდგომით, გუნდმა გოლი გაიტანოს”, - აღნიშნა Playmakers-ის მმართველმა პარტნიორმა TECH INFORM-ში.

BMG-ის ტექნოლოგიურ გადაცემაში ნუკა შევარდნაძემ იმ მარკეტინგული კამპანიების შესახებაც ისაუბრა, რომლებიც Playmakers-მა დაფუძნებიდან პირველი წლის განმავლობაში განახორციელა. მისი თქმით, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროექტი, რომელზედაც სააგენტოს უმუშავია - დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, თიბისისთვის შექმნილი ვიდეორგოლი იყო.

“მხოლოდ ერთი წელია, რაც ვარსებობთ, მაგრამ საინტერესო იდეების განხორციელება მაინც მოვასწარით. ჩვენს სფეროში, ზოგადად, სითამამე აუცილებელი და თანამდევია, რადგან იძულებული ხარ, განსხვავებულად იმოქმედო და ისეთი რამ შექმნა, რაც ამ დრომდე არ გაკეთებულა.

ერთი პროექტი, რომელსაც გამოვყოფდი - 26 მაისის აღსანიშნავად, თიბისისთვის შექმნილი კამპანია იყო. თამამი იყო, რადგან არ ვიცოდით, თუ როგორ მიიღებდა მომხმარებელი ილია ჭავჭავაძის ლექსის გადაკეთებას, მაგრამ, ამ რგოლით, ალბათ ყველას სათქმელი ვთქვით, რის გამოც მაყურებელმა ის მიიღო”, - განაცხადა ნუკა შევარდნაძემ TECH INFORM-ში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები